პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა სამრეწველო ნედლეულის მიწოდების სანაცვლოდ დაზარალებულს თანხა მოსთხოვა, რომელიც მიითვისა და ვალდებულება არ შეასრულა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ინტერპრესნიუსი

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, როგორც ერთ-ერთი სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამრეწველო დანიშნულების ნედლეულის 2 000 ტონა ტექნიკური კარბონატის მიწოდებაზე შეუთანხმდა და პირველ ეტაპზე, შეთანხმებული ფასის ნაწილის - 1 024 900 ლარის გადაცემა მოსთხოვა. დაზარალებულმა თანხა სრულად ჩარიცხა ბრალდებულის კომპანიის ანგარიშზე, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირად ანგარიშზე გადაიტანა და თაღლითურად მიისაკუთრა ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულა, დაზარალებულთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მიიმალა.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობო"უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 833 101 ლარს თაღლითურად დაეუფლა" - დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  3. ტაბულაოპოზიციურიხალხს მანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას მოტყუებით დაჰპირდა - 1 პირს ბრალდება წარედგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები