პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს ბიზნესსაქმიანობისთვის თანხის გადაცემას და მაღალ სარგებელს ჰპირდებოდნენ, თუმცა თანხა არ დააბრუნეს. ზარალმა 275 000 ლარი შეადგინა.

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია
ალია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები, მოქალაქეებს თითქოსდა საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის, თანხის დროებით გადაცემას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც ყოველთვიური სარგებლის გადახდასა და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის უკან დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული გზით, ბრალდებულებმა დაზარალებულთა კუთვნილი თანხა მიიღეს, თუმცა არ გადაიხადეს შეთანხმებული სარგებელი, ასევე მოქალაქეებს არ დაუბრუნეს ძირითადი თანხა.

ბრალდებულთა უკანონო ქმედებების შედეგად, მოქალაქეებს 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.

პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - შსს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
  3. ტაბულაოპოზიციურითაღლითურად დაეუფლნენ 275 000 ლარს - დაკავებულია 2 პირი
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები