მსოფლიო · 30 სექტემბერი, 11:34
აშშ-მ ირანისთვის იარაღის შესყიდვაში დახმარებისთვის 13 სუბიექტი დაასანქცირა

აშშ-მ ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარებისთვის 13 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
დასანქცირებულებს შორის არიან რუსეთში, ჩინეთში, ჰონგ კონგსა და პაკისტანში დაფუძნებული სუბიექტები.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების მიზანია თეირანის მიერ იარაღის პროგრამების აღდგენის შესაძლებლობის შესუსტება.
"არ მოვითმენთ ირანის რეჟიმის მიმართ რაიმე სახის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ მათი ხელშემწყობების გამოვლენას, მხილებასა და იზოლირებას". - თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…