ირანული ავიაკომპანიების ფრენები აზერბაიჯანმაც შეზღუდა
აშშ-ის სანქციების ფონზე, აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეზღუდა. მსგავსი შეზღუდვა ძალაში შევიდა საქართველოშიც. სანქციები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა.

ირანული ავიაკომპანიების ფრენების აზერბაიჯანიდანაც შეიზღუდა. აზერბაიჯანის სამთავრობო სააგენტოს APA-ს ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ავიაკომპანიების მიერ აზერბაიჯანის მიმართულებით ფრენები ჩერდება.
„აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტის გამო, განსაკუთრებით იმ სანქციებისა, რომლებიც ავიაციის სექტორს ეხება, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის 22 სექტემბრიდან შეჩერდეს ირანული ავიაკომპანიების მიერ აზერბაიჯანის მიმართულებით განხორციელებული ფრენები“ - ნათქვამია სახელმწიფო კომპანიის Azerbaijan Airlines-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სანქციების გამო ირანულ ავიაკომპანიებს საქართველოდან ფრენები 21 სექტემბრიდან შეეზღუდათ. ირანული ავიაკომპანიების სანქცირებაზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.
აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიებია:
Air Shiraz
Asa Jet Airline
Ata Airlines Company
Atlas Aviation Group
Ava Airlines
Chabahar Airlines Company
Erwan Airline Company
Fly Kish Airlines
Fly Persia Airlines
Iran Air Tour
Iran Aseman Airlines
Jsky Airlines
Kish Airlines
Karun Airlines Company
Lad Airways
Mehr Airways
Nasim Air
Pars Oghyanous Kish Company
Qeshm Air
Raimon Airways
Saha Airlines
Sepehran Airlines
Soroush Air
Taban Airlines
Toos Airlines
Varesh Airlines
Zagros Airlines
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…