ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს $15 მილიონამდე ჯილდოს IRGC-ს ფინანსურ არხებზე ინფორმაციისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა 15 მილიონ დოლარამდე ჯილდო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ფინანსურ არხებზე ინფორმაციისთვის. გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა რვა ორგანიზაციასა და ხუთ პირს ირანის მიერ იარაღის შესყიდვასა და გავრცელებასთან კავშირის გამო, გაეროს სანქციების დარღვევით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს $15 მილიონამდე ჯილდოს IRGC-ს ფინანსურ არხებზე ინფორმაციისთვის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს $15 მილიონამდე ჯილდოს IRGC-ს ფინანსურ არხებზე ინფორმაციისთვისრადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის "ჯილდო სამართლიანობისთვის" პროგრამა აწესებს 15 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის ჯილდოს ინფორმაციისთვის, რომელიც, როგორც 29 სექტემბრის განცხადებაშია აღნიშნული "მიგვიყვანს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ფინანსური მექანიზმებისა და მისი სხვადასხვა განშტოების სასიცოცხლო ეკონომიკური არხების მოშლასთან".

აშშ მოუწოდებს გაეროს ყველა წევრი ქვეყანას, სრულად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები: "გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან ირანის პროლიფერაციის ქსელებისა და ირანის რეჟიმისთვის საქონელზე, ტექნოლოგიაზე, ფინანსებსა და სერვისებზე წვდომის მოსაშლელად".

სამშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიდევ რვა ორგანიზაციასა და ხუთ პირს უწესებს სანქციებს:

"ერთ წელზე მეტი ხნის წინ აღდგა გაეროს სანქციები და სხვა შემზღუდავი ზომები ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქციების განახლების პროცედურა, ირანის მიერ მისი ბირთვული ვალდებულებების „მნიშვნელოვანწილად შეუსრულებლობის“ გაგრძელების პასუხად.

დღეს, „ოპერაცია ეკონომიკური განკვეთის“ მხარდასაჭერად, აშშ ასანქცირებს რვა ორგანიზაციასა და ხუთ პირს ირანის მიერ, გაეროს განახლებული ზომების დარღვევით, იარაღისა და იარაღის კომპონენტების შესყიდვასა და გავრცელებასთან კავშირის გამო".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ირანი განაგრძობს მცდელობებს შეიძინოს იარაღი და მასთან დაკავშირებული მასალა, რითაც "აფართოებს თავის მადესტაბილიზებელ მოქმედებებს, გაეროს მიერ განახლებული სანქციების დარღვევით" და ვაშინგტონი დღევანდელი სანქციების დაწესებით უპირისპირდება ასეთ აქტივობებს და მესამე ქვეყნებში მოქმედ სუბიექტებს, რომლებიც ირანის თავდაცვის ინდუსტრიას და მის გამავრცელებელ მოქმედებებს აძლიერებენ.

"პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა: ირანმა ვერასდროს უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი, არც იმას დავუშვებთ, რომ მისმა სარაკეტო და იარაღის პროგრამებმა შეუქმნან საფრთხე საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - წერია სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

2026 წლის აგვისტოს ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღის - "ოპერაცია ეკონომიკური განკვეთის" განხორციელებაზე, რომელიც, ვაშინგტონის შეფასებით, ყველა სასიცოცხლო წყაროს ჩაუკეტავს თეირანს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა რუსეთის VTB Bank-ი სანქციებისთვის გვერდის ავლაში ირანის დახმარების გამოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები