პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CNN: აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქების გეგმებს ამუშავებს

აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ „ბინძური ბომბის“ ან ქიმიური იარაღის აფეთქების გეგმებს ამუშავებს, იუწყება CNN.

CNN: აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქების გეგმებს ამუშავებს
იმედინიუსი

აშშ-ის დაზვერვის ახალი მონაცემებით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლების წინააღმდეგ თავდასხმის გეგმებს ამუშავებს. CNN-ის ინფორმაციით, საუბარია ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური ბომბის“ ან ქიმიური იარაღის აფეთქების შესაძლო სცენარზე.

თუმცა, ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა, აქვს თუ არა ირანს ასეთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა და აპირებს თუ არა ის რეალურად ამის გაკეთებას.

გამოცემის მიერ გამოკითხული აშშ-ის შვიდი ოფიციალური პირის განცხადებით, ამ ეტაპზე ირანის დაგეგმვა უფრო შესაძლო მოქმედებების ვარიანტების მომზადებას ემსახურება და არა გარდაუვალ თავდასხმას. თუმცა, ორი წყაროს ინფორმაციით, ამერიკულმა დაზვერვამ ირანის მხრიდან საკმაოდ კონკრეტული გეგმები გამოავლინა, რომლებშიც მითითებულია შესაძლო სამიზნეები და ადგილები. ამ ცნობებმა აშშ-ის უწყებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაგეგმვა დააჩქარა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლორენ ბისმა განაცხადა, რომ აშშ „ყველა შესაძლო საფრთხეს აკვირდება, თუმცა ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“.

ამერიკელი ოფიციალური პირები დაზვერვის მონაცემებს ირანის მხრიდან ესკალაციის მზარდი მზაობის ნიშნად მიიჩნევენ. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანა აშშ-ის მიმდინარე სამხედრო დარტყმებისა და მკაცრი ეკონომიკური ბლოკადის ზეწოლის ქვეშაა. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებით, სანქციები და ბლოკადა ირანის ეკონომიკას მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

წყაროების თანახმად, დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ თეირანი უკვე აქტიურად ამუშავებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების გეგმებს, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანის ხელისუფლებამ მათი განხორციელების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

„საკითხავია, ჰყავთ თუ არა მათ ადგილზე ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამ გეგმის განხორციელება შეუძლიათ“, - განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა წყარომ.

კონფლიქტის დასრულების მიზნით დიპლომატიური მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა მათი პროგრესი შეფერხებულია. გასულ კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომი „საკმაოდ მალე“ დასრულდება. ამასთან, უსაფრთხოების უწყებებში ირანის შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად მიმდინარე ინტენსიური მზადება აჩვენებს, რამდენად არასტაბილური და არაპროგნოზირებადია კონფლიქტი. არსებობს რისკი, რომ თებერვალში დაწყებული ომის შედეგები ამერიკელებს მხოლოდ საწვავის ფასების ზრდით არ შეეხოთ, წერს ტელეარხი.

ორი წყაროს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა საფრთხის განეიტრალების გზებზე რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ერთ-ერთმა წყარომ ეს მზადება „გონივრულ წინდახედულობად“ შეაფასა. ირანის მხრიდან შესაძლო საფრთხეების გამო, გასულ კვირას აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი სამხედრო საცხოვრებელ კომპლექსში გადაიყვანა.

როგორც CNN-ი იუწყება, ირანის მხრიდან აშშ-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეთქმულებები ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადიდან გრძელდება. მათ შორის იყო 2024 წელს ტრამპის მკვლელობის შეკვეთის მცდელობაც. აქამდე მსგავსი გეგმები ძირითადად ამერიკელი ოფიციალური პირების საზღვარგარეთ ყოფნისას მათ ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.

ამერიკელი ოფიციალური პირები აფრთხილებენ, რომ აშშ არატრადიციული იარაღით თავდასხმის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია. „ბინძური ბომბი“ ჩვეულებრივი ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რომელშიც რადიოაქტიური მასალაა მოთავსებული. მისი აწყობა შედარებით მარტივია. ირანს თავდასხმის განსახორციელებლად შესაძლოა, ქვეყანაში სპეციალურად მომზადებული პირების ფარულად შეყვანაც არ დასჭირდეს - საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-ში უკვე მცხოვრები ადამიანის დაყოლიება, რათა მან თავდასხმა განახორციელოს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვამ ირანულ კომუნიკაციებში მოისმინა ცნობები, რომ თეირანს ბომბის დასამზადებელი მასალები უკვე დამალული აქვს აშშ-ის ტერიტორიაზე. ოფიციალური პირების შეფასებები ამ ინფორმაციის სანდოობის შესახებ განსხვავებულია, თუმცა ისინი ზოგადად მიიჩნევენ, რომ ირანს შესაძლოა, უკვე დიდი ხანია, აშშ-ში წინასწარ ჰქონდეს განთავსებული ბირთვული მასალები ან ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც ჩვეულებრივ ასაფეთქებელ მოწყობილობაში იქნება შესაძლებელი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: ირანთან შეთანხმება აღარ გვჭირდება - ჩვენს ხელთ არის მათი ფული, ასობით მილიარდი დოლარი და მათი სრუტეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები