ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

პილოტებს შორის კამათის გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა

ავიაკომპანია flydubai-ს რეისი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და საგანგებო მდგომარეობის სიგნალი ჰქონდა გადაცემული, საუდის არაბეთში, ქალაქ თავუქის აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ბორტზე პილოტებს შორის მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდება.

პილოტებს შორის კამათის გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა
პილოტებს შორის კამათის გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდატაბულა

ავიაკომპანია flydubai-ს რეისი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და საგანგებო მდგომარეობის სიგნალი ჰქონდა გადაცემული, ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთის ქალაქ თავუქის აეროპორტში დაეშვა.

გამოცემა The Times of Israel ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი, რომლის გამოც თვითმფრინავმა "უკანონო ჩარევისა" და სხვა საერთაშორისო საგანგებო სიგნალები გადასცა, სავარაუდოდ, ბორტზე პილოტებს შორის მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდება.

სამხედრო უწყების განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა მაღალი რანგის ოფიცრებთან ერთად ინციდენტის შეფასების მიზნით თათბირი გამართა.

ცნობისთვის, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.

ფრენების თვალთვალის მონაცემების თანახმად, flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი "7700". მალევე კი გაიგზავნა კოდი "7500", რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს.

უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, თვითმფრინავისკენ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლები გაიგზავნა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა საგანგებო კონსულტაციები გამართეს.

თვითმფრინავი ფრენების მონიტორინგის ვებსაიტებზე აღარ ფიქსირდებოდა. არსებული ინფორმაციით, ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.