პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

The Times of Israel: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, გატაცების შესახებ განგაშის სიგნალი ჩართო - ჰაერში ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა Fly Dubai-ს სამგზავრო თვითმფრინავმა საუდის არაბეთის თავზე ფრენისას საგანგებო სიგნალი, სავარაუდოდ გატაცების კოდი აამოქმედა და კურსი შეცვალა. უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი საგანგებო კონსულტაციებს მართავენ.

The Times of Israel: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, გატაცების შესახებ განგაშის სიგნალი ჩართო - ჰაერში ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ
იმედინიუსი

დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა ავიაკომპანია Fly Dubai-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ცოტა ხნის წინ საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ფრენის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს.

უსაფრთხოების სამსახურის წყაროების ინფორმაციით, თვითმფრინავის მიმართულებით ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები აფრინდნენ.

ებრაული მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო კონსულტაციებს მართავენ.

ამ დროისთვის ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომედია: თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და განგაშის სიგნალი ჩართო, საუდის არაბეთში დაეშვა. ინციდენტის მიზეზად ჩხუბი სახელდება
  2. ტაბულაოპოზიციურიპილოტებს შორის კამათის გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი თვითმფრინავის საუდის არაბეთში ავარიული დაშვების მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები