ახობაძემ და რაზმაძემ ირმა ინაშვილი ჯერ გადაცემაში მიიწვიეს, ხოლო შემდეგ ახობაძემ მასზე დაწერა: „მევასება
ოპოზიციონერმა აქტივისტებმა გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ ირმა ინაშვილი გადაცემაში მიიწვიეს, რასაც ნატა ფერაძის და სხვა აქტივისტების უკმაყოფილება მოჰყვა. კრიტიკის პასუხად, გიორგი ახობაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ინაშვილის მიმართულებით შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა.

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ ირმა ინაშვილი საკუთარ გადაცემაში მიიწვიეს, რამაც აქტივისტების ნაწილის, მათ შორის, ნატა ფერაძის უკმაყოფილება გამოიწვია.
ფერაძის კითხვაზე, “ნებით იწვევთ ეთერებსა და პოდკასტებში და იქ ცუმბუშებად რომ გამოჰყავხართ თქვენს მოედანზევე, თან თუ ფულს გიხდით ვინმე ამ ჯოჯოხეთის მაშხალას პოპულარიზაციაში?!” – გიორგი ახობაძემ ინაშვილი შეურაცხმყოფლად მოიხსენია.
“მევასება ესეთ @ლეებთან ლაპარაკი და პასუხებს რომ ვერ მცემენ, ვკაიფობ. აბა, ამ ქვეყანაში არაფრის ტრაკი არ არის და ჩემ ჭიას მაინც გავახარებ. ცუმბუში არ იყო სწორი სიტყვა, მაგრამ პატივს გცემ და მაგაზე არ გიპასუხებ. არაა სასიამოვნო, მაინც, რომ იცოდე“, – დაწერა ახობაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.