ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

,, დედას გეფიცებით ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრად ღირდა…” – ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში კიევიდან წერს, სადაც საჰაერო განგაშისა და დრონების შეტევის ფონზე კიევის მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობს. იგი აღნიშნავს, რომ მიუხედავად საშიში რეალობისა, მუსიკისთვის ცხოვრება ღირდა.

,, დედას გეფიცებით ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრად ღირდა…” – ნიკოლოზ რაჭველი
,, დედას გეფიცებით ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრად ღირდა…” – ნიკოლოზ რაჭველიალია

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს:

,,კალენდარულად ახალი დღე დაიწყო!

ამ წუთებში კიევში განგაშია და რეაქტიული დრონები მოფრინავენ. ზოგს აგდებენ, ჰაერშივე ანეიტრალებენ, ზოგს კი ვერ… უფრო გვიან შესაძლოა ბალისტიკური შეტევა დაიწყოს, რაც კიდევ უფრო სახიფათოა… თუმცა საოცრება იცით რა არის?

დილით 10 საათზე 90 მუსიკოსისგან შემდგარი სიმფონიური ორკესტრი და 70 მომღელისგან დაკომპლექტებული საგუნდო კაპელა რეპეტიციაზე დამხვდება, რათა ვიმუშავოთ არვო პიარტის და გია ყანჩელის შედევრებზე… ხვალ (ანუ უკვე დღეს) კიევის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში პირველ კონცერტს დავუკრავ, როგორც სოლისტი, პიანისტი, ვალენტონ სილვესტროვის დაბადების დღეა და მის მუსიკას შევასრულებ კიევის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად ჩემი უძვირფასესი მეგობრის, ბრწყინველე დირიჟორის ნატალია პონომარჩუკის ხელმძღვანელობით, ხოლო 3 ოქტომბერს თავად ვუდირიჟორებ ამ უმაგრესი მუსიკალური ფესტივალის დახურვას, სადაც კოსმიური პროგრამა მაქვს და ვიცი, რომ დიდ სიამოვნებას მივანიჭებ კიეველ მსმენელს…

დედას გეფიცებით ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრად ღირდა… აქამდე იყო შესავალი, ახლა კი არის ის, რის გამოც მიღირს წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, რათქმაუბდა თუ გადავურჩი რუსეთის ბრუტალურ აგრესიას, რასაც საზღვარი აღარ გააჩნია…

მიყვარხართ ჩემო გულშემატკივრებო და მომიტევეთ, თუ საშიშ რეალობაზე გიყვებით…

მჯერა, რომ სიკეთე დაამარცხებს ბოროტებას! და თუ ასე არ მოხდა მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს და მათ შორის გენიალურ მუსიკას?!“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.