ანტონიო კოშტა - სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და ევროპული ინსტიტუტები წარმოადგენენ
ანტონიო კოშტას განცხადებით, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროპული ინსტიტუტები და E5 ქვეყნები — დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და იტალია წარმოადგენენ.

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და ევროპული ინსტიტუტები წარმოადგენენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ჩვენი ევროპული გუნდი შემდგარი იქნება ევროპული ინსტიტუტებისგან და „მსურველთა კოალიციის“ E5 ქვეყნებისგან [დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია].
ამ მოლაპარაკებებში ჩვენი პრინციპები და პოზიციები ძალიან კარგადაა ცნობილი. ჩვენი ევროპული გუნდი გააგრძელებს მჭიდრო კოორდინაციაში, სრულ ერთიანობაში მოქმედებას.
ევროპამ ერთი ნათელი და ერთიანი ხმით უნდა ილაპარაკოს ყველა საუბრებში, რომლებიც გავლენას ახდენენ უკრაინის მომავალსა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაზე. ეს, საბოლოო ჯამში, გუნდური ძალისხმევაა. მხოლოდ უკრაინას გააჩნია ლეგიტიმურობა, რომ გადაწყვიტოს საკითხები, რომლების მის ტერიტორიასა და სუვერენიტეტს ეხება“, - განაცხადა კოშტამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…