ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაძვირდა მგზავრობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით – ახალი ფასი 4 ლარია

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 3 ლარიდან 4 ლარამდე გაიზარდა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანებს კერძო კომპანია ემსახურება და ტარიფს არ არეგულირებენ. შპს „ხუტას“ მფლობელმა ავთანდილ ხინიკაძემ ფასის ზრდა საწვავისა და სხვა ხარჯების გაძვირებით ახსნა.

გაძვირდა მგზავრობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით – ახალი ფასი 4 ლარია
გაძვირდა მგზავრობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით – ახალი ფასი 4 ლარიაბათუმელები

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსით მოძრაობის ღირებულება გაძვირდა და 4 ლარი გახდა.

ამ დრომდე ბათუმიდან ქობულეთამდე მგზავრობის ფასი 3 ლარი იყო.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანია ემსახურება და მათ არ აქვთ უფლება მგზავრობის ფასის დადგენაში ჩაერიონ.

„საქალაქთაშორისო მოძრაობის საკითხს და შესაბამისად ტარიფის დადგენას მუნიციპალიტეტი არ არეგულირებს, ჩვენს მიერ დადგენილია მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ფასი, რომელიც ქობულეთი – ბათუმის მიმართულებით მოძრაობს. ტარიფი 80 თეთრია და არ შეცვლილა“ – განმარტეს ქობულეთის მერიაში.

საქალაქთაშორისო ხაზზე ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის მფლობელმა სატელეფონო საუბარში მგზავრობის ფასის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საწვავის ფასის მატებით ახსნა.

„საწვავი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, არავისთან შეგვითანხმებია, სხვაგვარად ვერ ვიმუშავებთ, ყველაფერი ძვირია“ – გვითხრა ავთანდილ ხინიკაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბათუმში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ფასი 1 ლარამდე გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები