ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა

საწვავის ფასის ზრდის გამო, კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსებით თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 2,50 ლარიდან 3 ლარამდე გაიზარდა. მძღოლების განცხადებით, ტარიფის ცვლილება საწვავზე გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია. ავტოსადგურების ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ საწვავის მაღალი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში, ტარიფების გადახედვა სხვა მიმართულებებითაც გახდეს საჭირო.

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა
თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდაBM.GE

საწვავის ფასის მორიგი აღმასვლის პირობებში საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა. ამჯერად, მგზავრობის ტარიფები გაზარდა კომპანია “ინტერტრანსმა”, რომლის მიკროავტობუსებიც მგზავრებს თბილისი-რუსთავის ხაზზე ემსახურება. როგორც მძღოლები bm.ge-სთან აცხადებენ, თუ აქამდე მგზავრობის ტარიფი 2,50 იყო, 19 სექტემბრიდან 3 ლარი გახდა. მათი თქმით, მგზავრობის გაძვირების მთავარი მიზეზი საწვავზე გაზრდილი ხარჯია.

“საწვავის ფასი მაქსიმუმ იყო 3,20 და გახდა 4,70. ახლა გადათვალეთ, რამდენია ხარჯი და რამდენით გაძვირდა საწვავი. ამის გამო გაძვირდა მგზავრობაც. მგზავრობის ტარიფი 50 თეთრით გაიზარდა და 3 ლარი გახდა”, - აცხადებს bm.ge-სთან თბილისი-რუსთავის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი.

თბილისიდან რეგიონების მიმართულებით მგზავრობა საწვავის გაძვირების პირველი ტალღის დროს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაძვირდა 5 ლარით, დიდუბისა და ორთაჭალის ავტოსადგურების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ჩვენთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მგზავრთგადამყვანებს მგზავრობის მორიგი გაძვირების განაცხადით მათთვის არ მიუმართავთ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ თუ საწვავის ღირებულება მის გონივრულ დონეს არ დაუბრუნდა, მგზავრთგადამყვანებს ტარიფის გადახედვა ისევ მოუწიოთ.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის აღმასვლის პარალელურად საწვავი გაძვირებას განაგრძობს საქართველოშიც. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ფასი 3.90 თეთრამდე გაიზარდა, დიზელის ღირებულება კი 4,70 თეთრს აჭარბებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საწვავის ფასი მაქსიმუმ იყო 3,20 და გახდა 4,70. ახლა გადათვალეთ, რამდენია ხარჯი და რამდენით გაძვირდა საწვავი. ამის გამო გაძვირდა მგზავრობაც. მგზავრობის ტარიფი 50 თეთრით გაიზარდა და 3 ლარი გახდა“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საწვავი ისევ გაძვირდა - სამარშრუტო ტაქსის მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ ტრანსპორტის გაჩერება მოუწიოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები