ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

21-ე სკოლაში შესასრულებელი სამუშაოებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდიგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო დროებითი ექსპლუატაციისთვის ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სამუშაოები შპს „ინსი-სთან“ ფორმდება და მისი დასრულების ვადად 4 თვეა განსაზღვრული.

21-ე სკოლაში შესასრულებელი სამუშაოებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
21-ე სკოლაში შესასრულებელი სამუშაოებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდანეტგაზეთი

მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო დროებითი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად გამარტივებული შესყიდვით სამშენებლო მომსახურებას ყიდულობს.

სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის 29 სექტემბრის ბრძანებაში წერია:

„N21-ე საჯარო სკოლის შენობის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დასრულების უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (CPV- 454 00000) განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.

ხელშეკრულება ფორმდება შპს „ინსი-სთან“. ბრძანება ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.

უწყება განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება განაპირობა სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოვლენილმა გარემოებებმა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა.

„ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში სასწავლო პროცესი 2026 წლის 28 სექტემბრიდან განახლდა, რის გამოც აუცილებელი გახდა შენობის უსაფრთხო დროებითი ექსპლუატაციისთვის საჭირო ღონისძიებების უმოკლეს ვადაში განხორციელება“, – წერია დოკუმენტებში.

ფონდი ამბობს, რომ საჭირო ღონისძიებების დროულად განუხორციელებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო ექსპლუატაციას და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, ასევე შექმნას მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

ვითარების აღმოსაფხვრელ ვადად მითითებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვე. (05.10.2026-05.02.2027)

განათლების სამინისტრომ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება.

სამინისტრო იუწყება, რომ გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიიღო. ამავე დროს, სამინისტრო აცხადებს, რომ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.