ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სკოლას, რომელსაც დაგვიანებით ხსნიან, სამინისტრომ ზეიმის ჩატარება დაავალა – დაესწრება ხელისუფლება

ბათუმის ახალი, 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპლუატაციაში მიღება 15 სექტემბერს დასრულდა, ხოლო სწავლის დაწყება 18 სექტემბრისთვის გადაიდო. აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სკოლას საზეიმო ღონისძიების ჩატარება დაავალა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. სკოლამ ღონისძიებისთვის 50 ათას 100 ლარის გამარტივებული შესყიდვა მოითხოვა.

სკოლას, რომელსაც დაგვიანებით ხსნიან, სამინისტრომ ზეიმის ჩატარება დაავალა – დაესწრება ხელისუფლება
სკოლას, რომელსაც დაგვიანებით ხსნიან, სამინისტრომ ზეიმის ჩატარება დაავალა – დაესწრება ხელისუფლებაბათუმელები

ბათუმის ახალ საჯარო სკოლაში, რომელსაც 21-ე ნომერი მიანიჭეს, სწავლის დაწყება 15 სექტემბრისთვის ვერ მოასწრეს.

სკოლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა, ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება კი, 15 სექტემბერსაა გამოცემული.

ბათუმის 21-ე საჯარო სკოლა

15 სექტემბერსვე, აჭარაში „ოცნების“ განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი სკოლის დირექტორს უგზავნის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან „შესაძლებელია სასწავლო პროცესის კონკრეტული თარიღის განსაზღვრაც, მიზანშეწონილია სკოლის საზეიმო გახსნა და სასწავლო პროცესი დაიწყოს 2026 წლის 18 სექტემბერს, რადგან შემდგომში გადადება შეუძლებელს გახდის გაცდენილი სასწავლო დღეების ანაზღაურებას“.

რაც შეეხება საზეიმო ღონისძიებას, მისი უზრუნველყოფა მინისტრმა სკოლას დაავალა.

„მიზანშეწონილია საჯარო სკოლამ უზრუნველყოს გახსნის საზეიმო ღონისძიების ჩატარება“ – წერს მინისტრი ბრძანებაში და იქვე უთითებს – „გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიზანშეწონილია მოსწავლეების, მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, საგანმანათლებლო სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენელთა დასწრება.“

წყარო: შესყიდვების პორტალი

იმავე დღეს, ანუ 15 სექტემბერს, ბათუმის 21-ე საჯარო სკოლამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის – „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით.

სკოლას, რომელმაც დოკუმენტების მიხედვით, საზეიმო ღონისძიების ჩატარებაზე გადაწყვეტილება მოუმზადებლად, 1 დღეში მიიღო, ამ ღონისძიებისთვის 50 ათას 100 ლარის დახარჯვა მოუწევს.

„სსიპ ქალაქ ბათუმის N21 საჯარო სკოლის გახსნა დაიგეგმა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება საზეიმო ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენის სათანადოდ ასახვისა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსგან 2026 წლის 15 სექტემბერს შემოვიდა კორესპონდენცია, რომელშიც მითითებულია, რომ ღონისძიების მასშტაბისა და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჯარო სკოლამ უნდა უზრუნველყოს გახსნის საზეიმო ღონისძიების ჩატარება. შესაბამისად, სკოლა აღნიშნულ ღონისძიებას წინასწარ ვერ დაგეგმავდა.

ამასთან, სკოლის ახალაშენებული შენობა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 2026 წლის 15 სექტემბერს, შესაბამისად 15 სექტემბრამდე ვერ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დაწყებაზე“, – წერია 21-ე სკოლის განაცხადში.

ბათუმის 21-ე საჯარო სკოლა

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N 61-ში ახალი საჯარო სკოლის შენობის აშენებაზე ხელშეკრულება 2022 წლის 24 ივნისს გაფორმდა აჭარის განათლების სამინისტროსა და ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „დიკა 2010“-ს შორის.

მშენებლობა 30 თვეში უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო თანხა კი 6 998 000 ლარი იყო, რომელიც მოიცავდა „ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს“.

ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 15-ჯერ შეიტანეს, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ბოლო აქტი კი 2026 წლის ივლისშია შედგენილი.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, სამინისტრომ კომპანიას სკოლის აშენებაში საბოლოოდ 7 456 666 ლარი გადაუხადა, ანუ 458 666 ლარით მეტი, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

სამინისტროს ტენდერი 7 418 283 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმში „ბლექსის“ ადგილზე 7,4 მილიონ ლარად ახალ საჯარო სკოლას ააშენებენ

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.