პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში 21-ე სკოლის შესახებ

სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია, მისი რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდებულია სრული დემონტაჟი. გივი მიქანაძის თქმით, დასკვნა სამინისტროში 17 სექტემბერს მიიღეს.

რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში 21-ე სკოლის შესახებ
ნეტგაზეთი

სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეექვსე „გერმანული სკოლა”) სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.

„ნეტგაზეთს“ წყარომ მიაწოდა სამხარაულის ექსპერტის დასკვნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2025 წლის 16 სექტემბერს მიმართა. ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა შეეხებოდა 21-ე საჯარო სკოლის სეისმური მდგრადობას და რენტაბელურია თუ არა არსებული შენობის რეაბილიტაციის განხორციელება. ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კი 2026 წლის 10 სექტემბრითაა დათარიღებული.

დასკვნის თანახმად:

„21-ე საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. არსებული დაზიანებების ინტენსიურობიდან და შენობის კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდებულია სათანადო სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მოხდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი“.

სამხარაულის ექსპერტიზის სრული დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდნენ შენობის ავარიულობის შესახებ ორი დღის წინ და რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება მთელი ზაფხულის განმავლობაში, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი სამინისტროში მხოლოდ 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს.

მიქანაძის თქმით, 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა გუშინ საღამოს მიიღეს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 6
  1. TV პირველიოპოზიციურისამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნეს
  2. ალიაოპოზიციურისამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნეს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 10 სექტემბერით თარიღდება - დემონტაჟის რეკომენდაცია ეკუთვნის ექსპერტს 2...
  4. TV პირველიოპოზიციურიმოსწავლეების მშობლები 21-ე სკოლისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ
  5. TV პირველიოპოზიციური"პირველების" ინფორმაციით, 21-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები დღეს განათლების სამინისტროში დაიბარეს
  6. TV პირველიოპოზიციური21-ე საჯარო სკოლის მშობლებმა განათლების სამინისტრო დატოვეს - დაიგეგმა კიდევ ერთი შეხვედრა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოში ათზე მეტი სკოლაა, სადა სწავლა დაიწყო და შემდეგ შეჩერდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები