ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში "ტუ-95" ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი

რუსეთში, ამურის ოლქში, საწვრთნელი ფრენის დროს "ტუ-95" ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

რუსეთში "ტუ-95" ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრი
რუსეთში "ტუ-95" ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟის 6 წევრიტაბულა

ამურის ოლქში სასწავლო-საწვრთნელი ფრენის შესრულებისას "ტუ-95" ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა, ერთმა კი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

"29 სექტემბერს ამურის ოლქში, სასწავლო-საწვრთნელი ფრენის შესრულებისას, კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა "ტუ-95". თვითმფრინავი დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟის ექვსი წევრი დაიღუპა, ერთმა მიიღო დაზიანებები და ევაკუირებულია სამედიცინო დაწესებულებაში", - განაცხადეს უწყებაში.

თვითმფრინავი ფრენას საბრძოლო კომპლექტის გარეშე ასრულებდა. მომხდარის ყველა გარემოების დასადგენად კატასტროფის ადგილზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კომისია გაფრინდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთში "Mi-8" ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟის სამივე წევრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები