ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში "Mi-8" ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟის სამივე წევრი

რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა.

რუსეთში "Mi-8" ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟის სამივე წევრი
რუსეთში "Mi-8" ჩამოვარდა - დაიღუპა ეკიპაჟის სამივე წევრიტაბულა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამხედრო ვერტმფრენი "Mi-8" ჩამოვარდა.

ტელეგრამის არხ "112"-ის ცნობით, ავიაკატასტროფა ვორონეჟის ოლქის ანინის რაიონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა: მეთაური, შტურმანი და ბორტინჟინერი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ეკიპაჟის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებზეც დაადასტურეს.

ცნობისთვის, რუსულმა "Mi-8" ტიპის ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა გასული თვის დასაწყისშიც განიცადა, როცა ვერტმფრენი სახალინში, საავტომობილო გზატკეცილზე, ავარიულად დაჯდა და თხრილში გადავარდა.

ინციდენტის მიზეზი აეროდრომიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით საწვავის ამოწურვის გამო ორივე ძრავის გამორთვა გახდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსული Ми-8 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები