პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯო ბაიდენი თავის მემუარებში: ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვდით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, პუტინის ბრალდებების მიუხედავად - 2008 წელს მიცემული დაპირება ნაადრევი იყო

ნატო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მემუარებში აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე 2008 წელს მიცემული პირობა ნაადრევი იყო და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს არ აწვებოდა.

ჯო ბაიდენი თავის მემუარებში: ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვდით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, პუტინის ბრალდებების მიუხედავად - 2008 წელს მიცემული დაპირება ნაადრევი იყო
იმედინიუსი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თავის მემუარებში აცხადებს, რომ უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების შესახებ 2008 წელს მიცემული პირობა „ნაადრევი“ იყო.

მემუარებში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო საგარეო პოლიტიკური აღიარება სწორედ უკრაინის ნატოში გაწევრიანების მრავალწლიან ამბიციებს ეხება.

ბაიდენი წერს, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას არ აწვებოდა, მიუხედავად ვლადიმირ პუტინის მუდმივი ბრალდებისა, თითქოს ნატოს გაფართოება რუსეთს ემუქრებოდა.

„ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვდით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, პუტინის ბრალდებების მიუხედავად. 2008 წელს მიცემული დაპირება ნაადრევი იყო“, - წერს ბაიდენი და ალიანსის 2008 წლის იმ პირობას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც უკრაინა და საქართველო ოდესმე ნატოს წევრები გახდებოდნენ.

ამის ნაცვლად, მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების სხვა არქიტექტურა უნდა შეეთავაზებინათ. იგი „სპეციალური სტატუსის“ შესაძლებლობას აღწერს, რომელიც „ნატოს ფარგლებს გარეთ იქნებოდა, თუმცა დაცული ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ქსელით“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯო ბაიდენმა მემუარებში ზელენსკის „არასაკმარისად მადლიერი“ უწოდა, პუტინი კი ტინეიჯერს შეადარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები