CNN: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი მწყობრიდან გამოვიდა
CNN-ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შიდა გასაიდუმლოებული ქსელი, NSA Net-ი, მწყობრიდან გამოვიდა. წყაროების ინფორმაციით, ამ ეტაპზე კიბერთავდასხმის კვალი არ არსებობს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქსელი, სახელწოდებით NSA Net, თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, შიდა სივრცეში გასაიდუმლოებული ინფორმაცია გაცვალონ.
წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე კიბერთავდასხმის რაიმე კვალი ან მტკიცებულება არ არსებობს.
იმ დროს, როდესაც სააგენტო პრობლემის მასშტაბების გარკვევას ცდილობს, წყაროების თქმით, პერსონალისთვის მუშაობის ეტაპობრივი გრაფიკი დაწესდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…