ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუბიო: ბრიტანულ ავიაბაზასთან დაკავშირებულ ინციდენტში "უცხო აქტორის ხელი ურევია"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ბრიტანულ ავიაბაზასთან ახლოს მომხდარ ინციდენტში უცხო აქტორის ხელი ურევია. ბრიტანეთის პოლიციამ ხუთი დაკავებული პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ინციდენტი შესაძლოა ირანს უკავშირდებოდეს, თუმცა ირანმა ბრალდებები უარყო.

რუბიო: ბრიტანულ ავიაბაზასთან დაკავშირებულ ინციდენტში "უცხო აქტორის ხელი ურევია"
რუბიო: ბრიტანულ ავიაბაზასთან დაკავშირებულ ინციდენტში "უცხო აქტორის ხელი ურევია"ტაბულა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ბრიტანულ ავიაბაზასთან დაკავშირებულ ინციდენტში "უცხო აქტორის ხელი ურევია".

ბრიტანეთის პოლიციამ 27 სექტემბრის დაკავებების შემდეგ დასავლეთ ინგლისში მდებარე RAF Fairford-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მასშტაბური ინციდენტი გამოაცხადა, მთავრობამ კი საგანგებო ეროვნული სხდომა გამართა.

თუმცა პოლიციამ 28 სექტემბერს ხუთივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და მიმდინარეობს იმის შესწავლა, იყვნენ თუ არა საქმეში გარეული უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი პირებიც.

საქმეში ჩახედული წყაროს თქმით, სამ დიდ თეთრ ფურგონში, რომლებითაც, როგორც ჩანს, ეს პირები გადაადგილდებოდნენ, მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩენილა.

წყაროს ცნობით, 27 სექტემბერს პოლიციის რეაგირება დაზვერვის მონაცემებს არ ეყრდნობოდა - რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხუთივე პირი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ არ იმყოფებოდა - თუმცა ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო, რაც შესაძლო თავდასხმის სამიზნედ ქცევის შესახებ ინფორმაციის არსებობას შეიძლება მოწმობდეს.

"ის, რაც მოხდა, რაც კინაღამ მოხდა და რაც შეიძლებოდა მომხდარიყო გაერთიანებულ სამეფოში შაბათ-კვირას, მეტად სერიოზული ვითარებაა. ეს არის შემთხვევა, რომელშიც აშკარად ურევია უცხო სახელმწიფოს ხელი. ჯერჯერობით ამ საკითხის დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ", - განუცხადა რუბიომ Fox News-ს 28 სექტემბერს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 სექტემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ირანთან და დაამატა, რომ იგი ეჭვმიტანილებს გირაოთი არ გაათავისუფლებდა.

ირანი ფეირფორდის ბაზის ინციდენტთან კავშირს უარყოფს.

დაკავებული ხუთივე პირი ლონდონელი, დაახლოებით 20 წლის ბრიტანეთის მოქალაქეა. ისინი 27 სექტემბერს გამთენიისას დააკავეს მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერმა პოლიციას ფეირფორდის ბაზის მახლობლად გაჩერებული სამი თეთრი ფურგონის შესახებ შეატყობინა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, 27 სექტემბრის წინა დღეებში, ბაზაზე უსაფრთხოების ზომები საგრძნობლად გამკაცრდა.

ფერმერმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:00 საათზე სახლში დაბრუნდა და გზაზე გაჩერებული სამი დიდი ფურგონი შენიშნა, რომელთაგან ერთს ყალბი ტელეფონის ნომერი ეწერა, ხოლო კაპიუშონებითა და ნიღბებით შემოსილი მამაკაცების ჯგუფი გარბოდა.

ირანმა უარყო ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში თავდასხმებთან თუ შეთქმულებებთან რაიმე კავშირი, 28 სექტემბერს კი ფეირფორდის ბაზის ინციდენტთან ყოველგვარი შემხებლობა კატეგორიულად უარყო.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების (RAF) Fairford-ის ბაზასთან ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე პირი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ეჭვის საფუძველზე დააკავა.

ადგილზე შეიარაღებულმა პოლიციამ უსაფრთხოების კორდონი მოაწყო. აღნიშნულ ბაზას აშშ-ს საჰაერო ძალებიც იყენებს.

მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე საგანგებო სამსახურების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის, რაც მოხდა, რაც კინაღამ მოხდა და რაც შეიძლებოდა მომხდარიყო გაერთიანებულ სამეფოში შაბათ-კვირას, მეტად სერიოზული ვითარებაა. ეს არის შემთხვევა, რომელშიც აშკარად ურევია უცხო სახელმწიფოს ხელი. ჯერჯერობით ამ საკითხის დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.