პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუბიოს განცხადებით, ამერიკელების მიერ გამოყენებულ ბრიტანულ ბაზაზე სავარაუდო ტერაქტის მცდელობის უკან „უცხოური ძალა“ იკვეთება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ბრიტანეთში აშშ-ის სამხედროების მიერ გამოყენებულ ბაზაზე სავარაუდო ტერაქტის მცდელობის უკან უცხოური ძალა დგას. დაკავებული ეჭვმიტანილები გირაოთი გაათავისუფლეს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიტიკით უპასუხა.

რუბიოს განცხადებით, ამერიკელების მიერ გამოყენებულ ბრიტანულ ბაზაზე სავარაუდო ტერაქტის მცდელობის უკან „უცხოური ძალა“ იკვეთება
რუსთავი 2

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სავარაუდო ტერორისტული შეთქმულების უკან, რომლის სამიზნეც აშშ-ის სამხედროების მიერ გამოყენებული ბრიტანული სამხედრო ბაზა იყო, "უცხოელი ძალა" ფიგურირებს. ამით მან გამოძიების შესახებ ბრიტანეთის ხელისუფლებაზე მეტი ინფორმაცია გააჟღერა, - წერს CNN-ი.

"ის, რაც ამ შაბათ-კვირას მოხდა, შეიძლებოდა ძალიან სერიოზული საფრთხე ყოფილიყო და მართლაც გახდა", - განაცხადა რუბიომ და დასძინა, რომ "წინ კიდევ ბევრი სიახლეა".

"ამ საქმეში აშკარად უცხოელი ძალაა ჩართული. ახლა დეტალებში არ შევალ", - დასძინა მან.

მედიის ინფორმაციით, ხუთი მამაკაცი, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება, კვირას დასავლეთ ინგლისში, ფეირფორდის ბაზასთან ახლოს დააკავეს. ამ ბაზიდან აშშ-ის B-1 ტიპის ბომბდამშენები ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მისიებს ასრულებდნენ.

თუმცა, ეჭვმიტანილები, რომლებიც პოლიციის ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქეები არიან და მათი ასაკი 23-დან 25 წლამდეა ორშაბათს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრიტიკით გამოეხმაურა და განაცხადა: "მე ასე არ მოვიქცეოდი".

ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები შესაძლოა ირანთან იყვნენ დაკავშირებული.

"მე ვიცი პასუხი და შემიძლია ძალიან კონკრეტულად ვისაუბრო, მაგრამ მირჩევნია ეს არ გავაკეთო", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.

მედიის ინფორმაციით, რუბიოს განცხადებები, რომ საქმეში აშკარად იყო ჩართული უცხოელი ძალა უფრო ცალსახა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას დეტალები არ გაუსაჯაროებია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარკო რუბიო - გაერთიანებულ სამეფოში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი მონაწილეობდა
  2. ტაბულაოპოზიციურირუბიო: ბრიტანულ ავიაბაზასთან დაკავშირებულ ინციდენტში "უცხო აქტორის ხელი ურევია"
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპის განცხადებით, იმ ავიაბაზასთან დაკავებული პირები, რომლითაც აშშ სარგებლობდა, დიდი ზიანის მიყენებას გეგმავდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები