ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მარკო რუბიო - გაერთიანებულ სამეფოში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი მონაწილეობდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში RAF Fairford-ის ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი მონაწილეობდა. ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი გირაოთი გაათავისუფლეს, რამაც შეშფოთება გამოიწვია, თუმცა მათ მიმართ გამოძიება გრძელდება.

მარკო რუბიო - გაერთიანებულ სამეფოში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი მონაწილეობდა
მარკო რუბიო - გაერთიანებულ სამეფოში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი მონაწილეობდაინტერპრესნიუსი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ავიაბაზა RAF Fairford-თან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი იყო ჩართული და ამ საკითხზე კიდევ ბევრი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ბევრი ადამიანია შეშფოთებული იმ ფაქტის გამო, რომ ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ხუთი დაკავებული პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

“ის, რაც მოხდა, რაც თითქმის მოხდა და რაც შეიძლებოდა მომხდარიყო დიდ ბრიტანეთში გასულ შაბათ-კვირას, ძალიან სერიოზული ვითარებაა. ეს არის შემთხვევა, რომელშიც აშკარად იკვეთება უცხოური აქტორის ხელი. ამაზე დეტალურად ჯერ არ ვისაუბრებ. მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს და სიტუაციას სრულად აკონტროლებს. ვიცი, რომ ბევრს აღელვებს ინფორმაცია ზოგიერთი მათგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. ამ პირთა ნაწილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. ცხადია, ჩვენ მათთან ამ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებობენ ძალები, რომლებიც ღიად იმუქრებიან, რომ თავს დაესხმიან ამერიკულ ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ვფიქრობ, ეს გვაკავშირებს არსებულ რეალობასთან - კერძოდ, იმასთან, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში მოქმედ ელემენტებთან, რომლებიც, მაგალითად, ირანის შემთხვევაში, ღიად იმუქრებიან, რომ თავს დაესხმიან ამერიკულ ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამას ყოველთვის უდიდესი სერიოზულობით მოვეკიდებით. მსგავსი ქმედების განხორციელების ან თუნდაც მცდელობის შემთხვევაში, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. რაც გასულ შაბათ-კვირას მოხდა, ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა; მინდა მადლობა გადავუხადო დიდ ბრიტანეთს თანამშრომლობისა და დახმარებისთვის. მომდევნო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ინფორმაცია გავრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქმე ძალიან სერიოზულ ინციდენტს ეხებოდა და მასზე სათანადო რეაგირება მოხდა“, - აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის გაერთიანებულ სამეფოში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილი ხუთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კონტრტერორისტულმა პოლიციამ განაცხადა, რომ სამართალდამცველები „გამოძიების რამდენიმე მიმართულებას“ განიხილავენ, მათ შორის იმასაც, იყვნენ თუ არა ჩართულები პროქსი-ჯგუფები ან უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირები. ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება, ხოლო მათი გათავისუფლება „მათი გადაადგილებისა და სხვებთან კონტაქტის კუთხით დაწესებულ მკაცრ პირობებს“ ექვემდებარება. პოლიციის ცნობით, ხუთივე ეჭვმიტანილი ბრიტანეთის 20-25 წლის მოქალაქეები არიან. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ კვირას ხუთი მამაკაცი დააკავა ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ეჭვის საფუძველზე, ავიაბაზასთან ახლოს, რომელსაც აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა. დაკავებები მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ RAF Fairford-კენ სამი ფურგონი მიემართებოდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის, რაც მოხდა, რაც თითქმის მოხდა და რაც შეიძლებოდა მომხდარიყო დიდ ბრიტანეთში გასულ შაბათ-კვირას, ძალიან სერიოზული ვითარებაა. ეს არის შემთხვევა, რომელშიც აშკარად იკვეთება უცხოური აქტორის ხელი. ამაზე დეტალურად ჯერ არ ვისაუბრებ. მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს და სიტუაციას სრულად აკონტროლებს. ვიცი, რომ ბევრს აღელვებს ინფორმაცია ზოგიერთი მათგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. ამ პირთა ნაწილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. ცხადია, ჩვენ მათთან ამ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ“
მარკო რუბიო
„ვფიქრობ, ეს გვაკავშირებს არსებულ რეალობასთან - კერძოდ, იმასთან, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში მოქმედ ელემენტებთან, რომლებიც, მაგალითად, ირანის შემთხვევაში, ღიად იმუქრებიან, რომ თავს დაესხმიან ამერიკულ ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამას ყოველთვის უდიდესი სერიოზულობით მოვეკიდებით. მსგავსი ქმედების განხორციელების ან თუნდაც მცდელობის შემთხვევაში, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. რაც გასულ შაბათ-კვირას მოხდა, ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა; მინდა მადლობა გადავუხადო დიდ ბრიტანეთს თანამშრომლობისა და დახმარებისთვის. მომდევნო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ინფორმაცია გავრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქმე ძალიან სერიოზულ ინციდენტს ეხებოდა და მასზე სათანადო რეაგირება მოხდა“
მარკო რუბიო
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.