RAF Fairford-ის საქმეზე დაკავებული ბრიტანულ-ირანული წარმოშობის კაცი გირაოთი გაათავისუფლეს
ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ RAF Fairford-ის ინციდენტის საქმეზე დაკავებული ბრიტანულ-ირანული წარმოშობის პირი გირაოთი გაათავისუფლა. გამოძიება გრძელდება და მოიცავს შესაძლო უცხო ქვეყნის ინტერესების შესწავლას.

3 ოქტომბერს ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ განაცხადა, რომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა გაერთიანებული სამეფოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც (RAF) Fairford-ის ინციდენტის საქმეზე იყო დაკავებული.
RAF Fairford-ის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ბრიტანულ-ირანული წარმოშობის კაცი დააკავა
პოლიციამ დაადასტურა, რომ იგი უკვე თავისუფალია, ხოლო ლონდონის ორ ობიექტზე ჩატარებული ჩხრეკა დასრულდა.
"გლოსტერშირში განვითარებული მოვლენების გარემოებების გამოძიება გრძელდება", - წერია პოლიციის განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ბაზასთან ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე პირი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ეჭვის საფუძველზე დააკავა.
თუმცა, პოლიციამ 28 სექტემბერს ხუთივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და მიმდინარეობს იმის შესწავლა, იყვნენ თუ არა საქმეში გარეული უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი პირებიც.
აღნიშნულ ბაზას აშშ-ს საჰაერო ძალები ირანზე დარტყმებისთვის იყენებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 სექტემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შემთხვევა შესაძლოა, ირანთან იყოს კავშირში და დაამატა, რომ იგი ეჭვმიტანილებს გირაოთი არ გაათავისუფლებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც. მისი თქმით, ბრიტანულ ავიაბაზასთან დაკავშირებულ ინციდენტში "უცხო აქტორის ხელი ურევია".
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, ირანი მონაწილეობდა 27 სექტემბერს RAF Fairford-ის ბაზაზე მომხდარ ინციდენტში, რასაც ტერორისტული დანაშაულისა და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული ეჭვით ხუთი მამაკაცის დაკავება მოჰყვა. პასუხად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ბერნემს X-ზე გამოეხმაურა და მომხდარში ირანის ჩართულობა უარყო.
ციტატები სტატიიდან
„გლოსტერშირში განვითარებული მოვლენების გარემოებების გამოძიება გრძელდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.