ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

RAF Fairford-ის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ბრიტანულ-ირანული წარმოშობის კაცი დააკავა

ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ RAF Fairford-ის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების ფარგლებში 25 წლის მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველები განიხილავენ უცხო სახელმწიფოს შესაძლო ჩართულობის ვერსიასაც, რასთან დაკავშირებითაც ოფიციალურმა პირებმა სხვადასხვა კომენტარი გააკეთეს.

RAF Fairford-ის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ბრიტანულ-ირანული წარმოშობის კაცი დააკავა
RAF Fairford-ის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ბრიტანულ-ირანული წარმოშობის კაცი დააკავატაბულა

გაერთიანებულ სამეფოში RAF Fairford-ის ბაზაზე მომხდარ ინციდენტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 1-ელ ოქტომბერს ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი 25 წლის ბრიტანულ-ირანული წარმოშობის კაცი დააკავა.

ის ეჭვმიტანილად 2006 წლის ტერორიზმის შესახებ კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე ცნეს და ლონდონში დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ოფიციალური გაფრთხილების საფუძველზე დაიკითხა მეორე პირიც - გაერთიანებული სამეფოს 26 წლის მოქალაქე, გამოძიების ფარგლებში კი სამართალდამცველებმა ორი ობიექტი გაჩხრიკეს.

ანტიტერორისტული საპოლიციო საქმიანობის უფროსმა ეროვნულმა კოორდინატორმა, ვიკი ევანსმა განაცხადა, რომ გლოსტერშირში მომხდარი მოვლენების გარემოებათა გამოძიება მეტად კომპლექსურია და შესაბამისი სპეციალიზებული ჯგუფები რამდენიმე მიმართულებას იკვლევენ.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა შესაძლო ვერსიას განვიხილავთ - მათ შორის, უცხო სახელმწიფოს შესაძლო ჩართულობასაც. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობისას გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის." - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ბაზასთან ახლოს მდებარე სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმე პირი ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ეჭვის საფუძველზე დააკავა.

თუმცა, პოლიციამ 28 სექტემბერს ხუთივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ გამოძიება არ დასრულებულა და მიმდინარეობს იმის შესწავლა, იყვნენ თუ არა საქმეში გარეული უცხო ქვეყნის ინტერესებით მოქმედი პირებიც.

აღნიშნულ ბაზას აშშ-ს საჰაერო ძალები ირანზე დარტყმებისთვის იყენებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 სექტემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შემთხვევა შესაძლოა, ირანთან იყოს კავშირში და დაამატა, რომ იგი ეჭვმიტანილებს გირაოთი არ გაათავისუფლებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც. მისი თქმით, ბრიტანულ ავიაბაზასთან დაკავშირებულ ინციდენტში "უცხო აქტორის ხელი ურევია".

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, ირანი მონაწილეობდა 27 სექტემბერს RAF Fairford-ის ბაზაზე მომხდარ ინციდენტში, რასაც ტერორისტული დანაშაულისა და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული ეჭვით ხუთი მამაკაცის დაკავება მოჰყვა. პასუხად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ბერნემს X-ზე გამოეხმაურა და მომხდარში ირანის ჩართულობა უარყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა შესაძლო ვერსიას განვიხილავთ - მათ შორის, უცხო სახელმწიფოს შესაძლო ჩართულობასაც. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობისას გამოჩენილი მუდმივი მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის.“
ვიკი ევანსი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.