ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ პროტესტის ნიშნად მატჩი ჩაშალა
ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა. პროტესტის მიზეზი იყო კლუბის ყოფილი მფლობელის, მეჰმეთ უიარის მიმართ არსებული სექსუალური ძალადობის ბრალდება და მისი სასამართლოს მიერ გამართლება.

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ ქალთა ეროვნული ლიგის ფარგლებში მატჩის ჩატარებაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა.
დღეს, 29 სექტემბერს მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს. თამაშის დასაწყებად მსაჯის სასტვენის შემდეგ კი „ლანჩხუთის“ გუნდის კაპიტანმა ბურთი მოედნიდან გადაადო, რის შემდეგაც თანაგუნდელებმა ერთად მოედანზე საპროტესტო ბანერი გაშალეს, წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
მოგვიანებით ქალთა საფეხბურთო კლუბის "ლანჩხუთის" ფეისბუკის გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც ეწერა, რომ პროტესტის მიზეზი „ნიკე ლუსოსთან“ ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე იყო.
„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული“, - ნათქვამია „ლანჩხუთის“ განცხადებაში.
„სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე („ნიკე-ლუსო“) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის, რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, – წერს ქსკ „ლანჩხუთი“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს კლუბ "ნიკე ლუსოს" ყოფილი მფლობელი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, უდანაშაულოდ ცნო და 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “ნიკე ლუსოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 20 წლის ქალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა.
მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა. ფეხბურთელის უფლებების დამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს.
მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელსაც შემდგე „ნიკე ლუსო“ ეწოდა 2024 წელს შეიძინა.
გასახდელში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ამბავთან დაკავშირებით კი, ქალ ფეხბურთელთა გასახდელებში ვიდეოკამერების აღმოაჩინენის შემდეგ. აუდიტის სამსახურმა შპს „ნიკე“ 4 000 ლარით დააჯარიმა.
რა რეაგირება ექნება ფეხბურთის ფედერაციას მომხდართან დაკავშირებით, ამ საკითხის გარაკვევად რადიო თავისუფლებამ ფედერაციას მიმართა. მათგან მიღებული პასუხით მასალა განახლდება.
ციტატები სტატიიდან
„მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“
„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული“
„სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე („ნიკე-ლუსო“) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე. ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც. და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში. ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის, რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.