ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს“ – ლევან ცუცქირიძე

თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე ეხმაურება ირანის ელჩის განცხადებას ქეთევან დედოფლის შესახებ და აცხადებს, რომ დიპლომატის საქმე ისტორიის გადაწერა არ არის, ხოლო ქვეყანაში ღირსეული მმართველობა რომ იყოს, მსგავსი განცხადების გაკეთებას ვერავინ გაბედავდა.

,,ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს“ – ლევან ცუცქირიძე
,,ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს“ – ლევან ცუცქირიძეალია

თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე:

,,ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს.

ქეთევან დედოფლის შესახებ “განსხვავებული ისტორიები,” როგორც ის ამბობს, არ არსებობს. არსებობს ერთი ისტორია და ის ყველა ქართველმა იცის.

სხვისი ისტორიის რევიზიის უფლება არავის აქვს, მით უფრო რეჟიმს, რომელიც საკუთარ ხალხს უმოწყალოდ უსწორდება.

დიპლომატის საქმე ისტორიის გადაწერა არაა და ირანის ელჩმა სჯობს საკუთარი კვლევები კერძოდ შეინახოს ან დიპლომატიას შეეშვას.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები