ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
ირანის ელჩი საქართველოში, ალი სეიდ მოჯანი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს სოციალურ ქსელში ქეთევან დედოფლის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ელჩს განუმარტა, რომ მისი განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს და უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით" უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს. მათი განცხადებით, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ალი სეიდ მოჯანის განუმარტა, რომ "მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს".
"მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან" - აცხადებს საგარეო უწყება.
უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ დაწერა, რომ 25 სექტემბერს, თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის "ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით" განათდა. მისი თქმით, გამოსახულება "იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს".
ირანის ელჩი წერს, რომ მალე FB-გვერდის მკითხველებისთვის გაავრცელებს მის მიერ ჩატარებული "პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს".
ალი მოჯანის თქმით, "შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს".
"წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე.
ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე" - წერს ირანის ელჩი.
ქადაგიშვილი: კეთილი უნდა ინებოს ირანის ელჩმა და კომპეტენციის ფარგლებში აღასრულოს ფუნქცია
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" – სამხარაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ღუდუშაური ირანის ელჩზე
ციტატები სტატიიდან
„მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.