ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარით

ბათუმის მერიამ ქალაქში 376 სათვალთვალო კამერის შესაძენად და მოსამონტაჟებლად 1,9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კამერების მოვლა-პატრონობაც უნდა უზრუნველყოს. წარსულში მსგავს ტენდერებს ძირითადად შპს „დელტა კონსალტინგი“ იგებდა, რომელმაც წინა წლებში მილიონობით ლარის შესყიდვები მიიღო.

ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარით
ბათუმის მერია 376 სათვალთვალო კამერას იყიდის – ტენდერი 1,9 მილიონი ლარითბათუმელები

ბათუმის მერია დამატებით 376 ვიდეო-სათვალთვალო კამერას ყიდულობს.

ქალაქის ტერიტორიაზე ვიდეო-სათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 1 993 450 ლარით აქვს გამოცხადებული.

ტენდერში გამარჯვებულს კამერებისა და სხვა მოთხოვნილი აპარატურის მონტაჟთან ერთად, მომსახურების პერიოდში მათი მოვლა-პატრონობაც ევალება.

სატენდერო დოკუმენტებიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტენდერებს ბოლო რამდენიმე წელია ერთი იგივე კომპანია, შპს „დელტა კონსალტინგი“ იგებს.

თუმცა, სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ჩატარდა ბაზრის კვლევა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა პოტენციურმა მიმწოდებელმა:

მიმწოდებელი №1 – 1 993 450 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.

მიმწოდებელი №2 – 2 132 410 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.

მიმწოდებელი №3 – 2 064 000 ლარი დღგ-ს გათვალისწინებით.

შესაბამისად, ამ შეთავაზებებიდან ტენდერი იმ თანხით გამოაცხადეს, რომელიც ყველაზე დაბალი იყო.

კომპანია „დელტა კონსალტინგისთვის“ 2019-2022 წლებში ბათუმის მერიას 3 193 025 ლარი აქვს გადახდილი. იგივე კომპანიას ფაქტობრივად იგივე მომსახურებისთვის მერიამ მომდევნო 2023-2025 წლებშიც გადაუხადა თითქმის 7 მილიონამდე ლარი. აქედან:

2023 წელს – 1 939 994 ლარი, 2024 წელს – 2 995 976 ლარი, ხოლო 2025 წელს – 1 972 300 ლარი.

რა ადგილებზეა დამონტაჟებული ქალაქის ბიუჯეტის ფულით შესყიდული ვიდეოკამერები, რამდენი მათგანი მუშაობს გამართულად და ვინ არის ჩანაწერების დაცვა-გაცემაზე პასუხისმგებელი? – ამის შესახებ „ბათუმელები“ წინა წლებში ცდილობდა ინფორმაციის მიღებას, თუმცა ასეთი ინფორმაცია მერიამ არ მოგვაწოდა.

ამ თემაზე:

მერია მალავს, რამდენი სათვალთვალო კამერა მუშაობს ბათუმში – მორიგი ორმილიონიანი ტენდერი

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
უზუსტობები ბათუმის მერიის 9 მილიონიან ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს და ხელახლა გამოაცხადესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები