ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

1 მილიონამდე ლარი ბათუმში საგზაო მოძრაობისა და პარკირების ახალი სტრატეგიისთვის

ბათუმის მერიამ საგზაო მოძრაობის ახალი სქემების პროექტირებისა და პარკირების მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად 1 მილიონამდე ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა, რაც ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების შესაძლო დანერგვასაც ითვალისწინებს.

1 მილიონამდე ლარი ბათუმში საგზაო მოძრაობისა და პარკირების ახალი სტრატეგიისთვის
1 მილიონამდე ლარი ბათუმში საგზაო მოძრაობისა და პარკირების ახალი სტრატეგიისთვისბათუმელები

ბათუმის მერია ქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებას, ასევე პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირებაზე ტენდერი 495 ათასი ლარითაა გამოცხადებული, ხოლო პარკირების ინვენტარიზაციასა და მართვის სტრატეგიის მომზადებაზე – 500 ათასი ლარით.

პირველი ტენდერის შემთხვევაში გამარვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა დაასრულოს. მეორე ტენდერის შემთხვევაში კი – 4 თვეში.

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 12 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება.

საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული ტენდერის ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია:

„ქალაქის გზებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით, „სრული ქუჩების“ (Complete streets) და მულტიმოდალური დაგეგმვის პრინციპების შესაბამისად, განსახორციელებელია გზების დეტალური საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავება.

სქემები უნდა მოიცავდეს საგზაო მონიშვნებს, საგზაო ნიშნებს, სატრანსპორტო კვანძებს, ტროტუარებს, ველობილიკებს, ველოსიპედის მოძრაობის ზოლებს და რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლებს (დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად).

მოძრაობის ორგანიზებისას სატრანსპორტო საშუალებებს აქვთ შემდეგნაირი პრიორიტიზირება: ა) არამოტორიზებული; ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი; გ) კერძო ტრანსპორტი.

ამ პრიორიტეტების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, საპროექტო გზების გეომეტრიული პარამეტრებიდან გამომდინარე ან ამ პარამეტრების ცვლილების გათვალისწინებით, საჭიროა:

რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილი ზოლების პროექტირება მათი შეუფერხებელი და უსაფრთხო ოპერირების მიზნით. ზოლი შესაძლებელია იყოს როგორც გზის შუა ნაწილში ასევე პირველ ზოლში. აღნიშნული უნდა გადაწყდეს ანალიზის საფუძველზე, სადაც M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ შეუფერხებელ და უსაფრთხო ოპერირებას.

მოეწყოს უსაფრთხო და კომფორტული ველობილიკი და ველოსიპედის მოძრაობის ზოლი, ქალაქის ერთიან ქსელთან შესაძლო კავშირის გათვალისწინებით. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი, შესაძლებელია იყოს როგორც გზის სავალი ნაწილის პირველ ზოლში ასევე, ქვეითთა სავალ ნაწილზე, ხოლო ველობილიკი ქვეითთა სავალ ნაწილზე.

შესაძლებლობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სავალი ზოლის სიგანის შემცირებას საჭირო მინიმუმამდე, საგზაო უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, გზის სხვა საჭიროებისთვის მეტი სივრცის გამოყოფისა და მწყობრი ნაკადის მიღების მიზნით.

ინკლუზიური მობილობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველი ელემენტის პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები.

ქუჩებისა და კვანძების იმგვარად დაგეგმვა, რომ ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ქუჩის გამტარუნარიანობა, მეორე მხრივ კი – უსაფრთხო საფეხმავლო, საველოსიპედე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება“.

ტექნიკური დავალება სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

რაც შეეხება პარკირებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერს.

ამ შემთხვევაში ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „ქალაქის ურბანული განვითარება, მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, ტურისტული სეზონის პერიოდში სატრანსპორტო მოთხოვნის მატება და კერძო ავტომობილების ინტენსიური გამოყენება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარკირების სისტემაზე, ქუჩების გამტარუნარიანობაზე, საზოგადოებრივი სივრცეების ხარისხსა და ქვეითთა უსაფრთხოებაზე“.

ამასთან, „ქალაქში ამჟამად არ მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. პარკირების მართვა ეფუძნება განსაზღვრული ვადით მოქმედ აბონემენტურ სისტემას. არსებული მოდელი საჭიროებს შეფასებას როგორც ადმინისტრირების, ისე ტარიფების, აღსრულების, საპარკინგე ადგილების გამოყენების კუთხით.

კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს და შეაფასოს ბათუმში პარკირების მართვის არსებული პოლიტიკა, მათ შორის არსებული აბონემენტური სისტემა, ტარიფები, გადახდისა და ჯარიმების მექანიზმები, აღსრულების პრაქტიკა და ადმინისტრირება.

განახორციელოს გადახდებისა და ჯარიმების სტატისტიკური ანალიზი. მონაცემების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს აღნიშნული მონაცემების სივრცითი ანალიზიც, პრობლემური ზონების იდენტიფიცირების მიზნით.

კონსულტანტმა უნდა მოამზადოს რეკომენდაციები პარკირების პოლიტიკის, ტარიფების, აბონემენტური სისტემის, აღსრულებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებით.

პარკირების პირველადი ზონირების წინადადება გულისხმობს ქალაქის ტერიტორიის დაყოფას პარკირების მართვის განსხვავებული რეჟიმების მქონე ზონებად, სადაც განისაზღვრება პარკირების მოთხოვნის ინტენსივობა, სავარაუდო რეგულირების დონე და ზონალურ-საათობრივი გადახდის სისტემის შესაძლო ეტაპობრივი დანერგვის არეალები.“

აღსანიშნავია, რომ ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობისა თუ პარკირების მოსაწესრიგებლად ბათუმის მერიაში ადრე არაერთი პროექტი და სქემაც დაამტკიცეს, ბიუჯეტიდან ფულიც დაიხარჯა, თუმცა მაშინდელმა „ახალმა სქემამ“ ძირითადად არ გაამართლა [მაგალითად: პუშკინის ქუჩა, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩები და სხვა].

ამ თემაზე

ადგილი ჭავჭავაძეზე, რომლითაც ვერავინ სარგებლობს – ბათუმის მერიას მოძრაობის „ახალი სქემა“ ჩაუვარდა

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქალაქის ურბანული განვითარება, მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, ტურისტული სეზონის პერიოდში სატრანსპორტო მოთხოვნის მატება და კერძო ავტომობილების ინტენსიური გამოყენება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარკირების სისტემაზე, ქუჩების გამტარუნარიანობაზე, საზოგადოებრივი სივრცეების ხარისხსა და ქვეითთა უსაფრთხოებაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბათუმის მერიამ საახალწლოდ ქალქის განათებისთვის 2 ტენდერი, ჯამში 4,89 მილიონი ლარით გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები