პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკიდურესად მიუღებელია – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე

საპატრიარქოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიატვ პირველიქართული ოცნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უკიდურესად მიუღებელი უწოდა ირანის ელჩის ალი მოუჯანის განცხადებას ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით. ირანის ელჩმა დააანონსა პირადად მის მიერ ჩატარებული კვლევა ქეთევან წამებულზე და აღნიშნა, რომ დედოფლის შესახებ არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს. საპატრიარქო საკითხს შეფასებას მისცემს.

უკიდურესად მიუღებელია – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
ნეტგაზეთი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ ირანის ელჩის განცხადება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით უკიდურესად მიუღებელია და ამაზე საპატრიარქოს რეაქცია ექნება.

„ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე. ბუნებრივია, ეკლესიას აქვს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და ამას სხვა სარჩული და საფუძველი მოუძებნო, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

თქვენ გაინტერესებთ საპატრიარქოს მხრიდან გაკეთდება თუ არა განცხადება და მიეცემა თუ არა ამას შეფასება, ეს ძალიან ლეგიტიმური და სწორი კითხვაა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ შეფასება მისცეს ამას [საპატრიარქომ]. ეს უკიდურესად მიუღებელია“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

ირანის ელჩი ალი მოუჯანი აანონსებს პირადად მის მიერ ჩატარებულ კვლევას ქეთევან წამებულზე. მისი თქმით, ქეთევან დედოფლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

როგორც ირანის ელჩი ამბობს, „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

ქეთევან დედოფალი (ქეთევან წამებული) 1624 წლის 13 სექტემბერს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, სასტიკი წამებით მოკლეს. ქეთევან დედოფლის სიკვდილით დასჯას თვალს ადევნებდნენ შირაზში მყოფი პორტუგალიელი კათოლიკე მისიონერები. მათ ღამით საიდუმლოდ ამოთხარეს დედოფლის ცხედარი და წმინდა ნაწილებად შეინახეს.

მოგვიანებით კათოლიკე მისიონერებმა წმინდა ნაწილები რამდენიმე მიმართულებით გაანაწილეს. ცხედრის ნაწილი ინდოეთში, ნაწილი ევროპაში და ნაწილი საქართველოში ჩამოასვენეს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 26 სექტემბერი.

აი, რას წერს ირანის ელჩი:

“დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე

ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.

ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.

წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, – წერს ირანის ელჩი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციური„ისტორიის შეცვლის მცდელობა მიუღებელია“ - სასულიერო პირები ირანის ელჩის განცხადებაზე
  2. ტაბულაოპოზიციურიუკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ისტორიის გადაწერის მცდელობა“ - საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი ირანის ელჩზე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები