ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"პოლიტიკაში, როდესაც არგუმენტები არ გაქვს და შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ შენი პოზიცია არის სუსტი" - ლევან ბეჟაშვილი

ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება გრძელდება, რა დროსაც ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის ურთიერთბრალდებები ისმის. პარტია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ოპონენტების მხრიდან შეურაცხყოფაზე გადასვლა სუსტ პოზიციაზე მეტყველებს და აღნიშნავს, რომ ახლებისთვის მთავარი ამოცანა ნაციონალური მოძრაობისთვის ხმების წართმევა იყო.

"პოლიტიკაში, როდესაც არგუმენტები არ გაქვს და შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ შენი პოზიცია არის სუსტი" - ლევან ბეჟაშვილი
"პოლიტიკაში, როდესაც არგუმენტები არ გაქვს და შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ შენი პოზიცია არის სუსტი" - ლევან ბეჟაშვილირუსთავი 2

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. გარიგებულები, მოღალატეები და გაყიდულები, - ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. სააკაშვილის პარტიაში ოპოზიციური ველის გასუფთავებაზე საუბრობენ, მათგან წასულებს ღალატში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა "ახლებისთვის" იყო სწორედ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმების წართმევა.

"პოლიტიკაში, როდესაც არგუმენტები არ გაქვს და შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ შენი პოზიცია არის სუსტი. 40 მილიონის თემასთან დაკავშირებით, ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია ფაქტი, ამ ტრანზაქციის თუ დაფინანსების და ა.შ. გილაური, მასთან აფილირებული პირები თუ დააფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვის ნიშნები ამ ფულის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ისიც ცხადია, რომ მთავარი ამოცანა "ახლებისთვის" იყო სწორედ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმების წართმევა. თუ ვინმეს კვლავ აწუხებს ეს თემა, ქალბატონმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ, დებატებშიც დავჯდეთ," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხმების წართმევა. თუ ვინმეს კვლავ აწუხებს ეს თემა, ქალბატონმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ, დებატებშიც დავჯდეთ,“
ლევან ბეჟაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.