არარელევანტური განცხადებაა. ალბათ თანამდებობა დატოვებული ადამიანის პირადი წყენაა - ლევან ბეჟაშვილი თინა ბოკუჩავას პასუხობს
ლევან ბეჟაშვილმა თინა ბოკუჩავას კრიტიკას „არარელევანტური განცხადება“ და „ალბათ პირადი წყენა“ უწოდა მას შემდეგ, რაც ბოკუჩავამ პარტიის ხელმძღვანელობა იზოლაციაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის მორიგი დაპირისპირების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციას "ქართულმა ოცნებამ" მოუგო.
თინა ბოკუჩავა პარტიის ახლანდელ ხელმძღვანელებს ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ მათ პირობებში პარტია იზოლირებულია.
"თანამდებობა დატოვებული ადამიანის პირადი წყენა - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობა" ბოკუჩავას განცხადებას.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ განცხადება არარელევანტურია.
"არარელევანტური განცხადება არის. სამწუხაროდ თანამდებობა დატოვებული ადამიანის ალბათ პირადი წყენაა. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის, ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მზად იყო, რომ ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო", - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…