ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ – ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებული

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, მარტოხელა დედას სამი შვილით 2015 წელს აღებული სესხის გამო ბინიდან ასახლებენ. ადგილზე მობილიზებულია აღსრულების პოლიცია. ოჯახი აცხადებს, რომ წასასვლელი არსად აქვს და ბინის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებებს ითხოვს.

რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ – ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებული
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ – ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებულიალია

მარტოხელა დედა სამი შვილით საცხოვრებლის გარეშე რჩება – რუსთავში ოჯახს 2015 წელს აღებული სესხის გამო ბინიდან ასახლებენ. საცხოვრებელი აუქციონზე გაიყიდა, ახალი მფლობელი კი მის დაცლას ითხოვს.

მესხიშვილის ქუჩაზე აღსრულების პოლიცია მობილიზებული.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს და ბინის დატოვებას არ აპირებს.

2015-დან მიმდინაეობს ეს საქმე. ჩემმა დედამთილმა და ჩემმა ქმარმა ბინა ჩამიდეს ბანკში და ახლა მიშვებენ გარეთ. მე არ ვიცოდი ნამდვილად. მარტოხელა დედა ვარ სამი ბავშვით, ბიჭი არის 14 წლის და ასე მაგდებენ უმოწყალოდ გარეთ, ნამდვილად არსად მაქვს წასასვლელი, არ გავალ სახლიდან, უნდა მოვკვდე იქ, – ამბობს ეკა მაღალაშვილი.

მარტოხელა დედა ითხოვს დროს და პირობებს იმისთვის, რომ ახალი მეპატრონისგან ბინის გამოსყიდვა. სწორედ ამაზე მიდის ახლა მოლაპარაკებები, თუმცა თუ შეთანხმება ვერ შედგა, აღასრულების ბიუროს თანამსრომლებს ოჯახის გამოსახლება მოუწევს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.