ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა | მესაკუთრე 45 000 $ გადახდას ითხოვს

ქართული ოცნება

რუსთავში მარტოხელა დედის, ეკატერინე მაღალაშვილის გამოსახლება დროებით შეჩერდა. მესაკუთრე ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ 45 000 დოლარს ითხოვს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ბინა სამი თვით დაიკეტება და ამ ვადაში მან ახალ მესაკუთრეს თანხა უნდა გადაუხადოს.

მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა | მესაკუთრე 45 000 $ გადახდას ითხოვს
მარტოხელა დედის გამოსახლება დროებით შეჩერდა | მესაკუთრე 45 000 $ გადახდას ითხოვსნეტგაზეთი

დღეს, 29 სექტემბერს, 10:00 საათიდან რუსთავში მარტოხელა დედის, ეკატერინე მაღალაშვილის, გამოსახლება იყო დაგეგმილი.

როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, კახა კუკავამ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, 2018-19 წლებში კერძო პირმა აღნიშნული ბინა 24 000 ლარად აუქციონზე იყიდა, ბინის გამოსყიდვის სანაცვლოდ კი 45 000 $ ითხოვს.

ეკატერინე მაღალაშვილის თქმით, 2015 წელს მისმა ოჯახის წევრებმა იპოთეკური სესხი აიღეს, ვალის გადაუხდელობის გამო კი 2018-19 წლებში ბინა აუქციონზე გაიყიდა.

კერძო მესაკუთრესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, ბინა სამი თვით დაიკეტება მარტოხელა დედამ კი ამ ვადაში ახალ მესაკუთრეს 45 000$ უნდა გადაუხადოს.

ეკატერინე მაღალაშვილმა რუსთავის ბინა უკვე დატოვა და შვილებთან ერთად დროებითი საცხოვრებლის ძიებაშია.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.