როგორ შეჰქონდა 9 თვის ორსულს ნარკოტიკები ციხეში - ფარული ვიდეო-ჩანაწერი და საქმის მასალები "შაბათის ეთერში"
„შაბათის ეთერის“ ცნობით, 9 თვის ორსულ მაია ავედისიანს რუსთავის მე-17 საპყრობილეში სხეულით დიდი ოდენობით სამი სახეობის ნარკოტიკი შეჰქონდა. ჩვენების საფუძველზე 6 პირი დააკავეს, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო თავად ავედისიანისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
3 სხვადასხვა ნარკოტიკი ორსულ ქალს ციხეში სხეულით შეჰქონდა - "შაბათის ეთერმა" ციხის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოიპოვა. კადრებში, რომელიც რუსთავის მე-17-ე საპყრობილეში 2026 წლის 24 სექტემებერს არის გადაღებული, ჩანს 9 თვის ორსული მაია ავედისიანი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ის ციხეში მსჯავრდებულ ქმართან ხანგრძლივ პაემანზე შედის.
ზუსტად 2 საათში ვედისიანს ციხის უსაფრთხოების სამსახური უმძიმეს დანაშაულში ამხელს - 32 წლის ორსულს საპატიმროში სხეულით (უკანა ტანით), განსაკუთრებით დიდი ოდენებით სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი მეფედრონი, ალაფა პვპ და მეტადონი შეჰქონდა.
მაია ავედისიანი ნარკოტიკის სხეულში ქონის ფაქტს რამდენიმე წუთის განმვალობაში კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა საბოლოოდ აღიარა, რომ ციხეში აკრძალული ნივთიერება ქმრის თხოვნით შეჰქონდა. როდესაც ეს ფაქტი დადასტურდა, კადრებში ჩანს, რომ მაია ავედისიანი ისეთ ემოციურ მდგოამრეობაში იმყოფება, რომ ციხის ადმინისტრაცია ადგილზე სასწრაფო დახმარებას იძახებს.
მკვლელი ნივთიერება ქალს თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე გადასცეს. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ნარკოტიკის გადასაცემად ქალს სამჯერ შეხვდნენ, ანუ ის აკრძალულ ნივთიერებას აგროვებდა და ციხეში შესატანად ამზადებდა. ამის მიუხედვად, ქალი ამტკიცებს, რომ არ იცოდა, რა გადასცეს უცხო პირებმა და რა ინახებოდა ამანათში.
საქმის მასალების მიხედვით, ბოლოს აკრძალული ნივთირება მაია ავედისიანს ქმართან ხანგრძლივ პაემანზე შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიუტანეს, დილით კი მისი თქმით, გიორგი სორდიამ დაურეკა და უთხრა, როგორ უნდა შეეტანა ამანათი სხეულით ციხეში ისე, რომ ვერავის გაეგო.
მაია ავედისნიანის ეს ჩვენება ბევრ კითხვას აჩენს - მათ შორის, იყო თუ არა ეს ციხეში ნარკოტიკის შეტანის პირველი მცდელობა? ამ კითხვების დასადგენად „შაბათის ეთერი“ ავედისიანთან დროებით საცხოვრებელ მისამართზე მივიდა, თუმცა ქალმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. დეტალებზე არც მისი ადვოკატი ლაპარაკობს.
საბოლოოდ მაია ავედისიანმა გამოძიებასთან ითანამშორმლა და ყველა ის პირი დაასახელა, ვინც ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკი გადასცა. მათ შორის არის ზურა კერესელიძე, მსჯავრდებული, რომელიც რუსთავის ციხიდან რამდენიმე დღის გათავისუფლებული იყო.
საქმეში დევს კერესელიძის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ ციხიდან საკანში გაკეთებული ჯვრები და ფსკვნილები გამოატანეს, რომელიც ერთ პირს გადასცა , იმ პირმა კი ორსული ქალისთვის გადასაცემად პაკეტი გაატანა, რომელშიც არ იცოდა რა იყო.
ზურა კერესელიძესთან ერთად საგამოძიებო უწყებამ მაია ავედისიანის ჩვენების საფუძველზე კიდევ 5 პირი დააკავა და ყველას უვადო პატიმრობა ემქურება. ჩხრეკა ჩაატარეს ამ საქმეში ფიგურანტი კიდევ ერთი პირი დავით ხიდაშელის სახლშიც. ხიდაშელი ერთ-ერთია, რომელმაც 23 სექტემბერს ორბელიანის ქუჩაზე მაია ავედისიანთან შესახვედრად მეზობელი, ლექსო ლომიძე მიიყვანა, თუმცა მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ახლა თავისუფალია.
6 დაკავებულის და უმძიმესი სავარაუდო დანაშაულის მიუხედავად, პროკურატურას არ დაუკავებია და არც ბრალი წარუდგენია მაია ავედისიანისთვის. ბრალდება ციხეში წარუდგინეს ავედისიანის ქმარსაც - თუმცა კაცი თავს იმართლებს და ირწმუნება, რომ ვისთან შეჰქონდა სხეულით მის ორსულ ცოლს ციხეში ნარკოტიკები, არ იცის.
დეტალები ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…