ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის საქმე მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა. შეთანხმების თანახმად, მოვალე და მისი ოჯახის წევრები ნებაყოფლობით დატოვებენ ქონებას, ხოლო კრედიტორმა მათ 3-თვიანი ვადა მისცა ქონების გამოსყიდვისთვის. თავის მხრივ, მოვალე მიმართავს რუსთავის მერიას ბინის ქირის თანხის მისაღებად.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდა
აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, ე.მ-ის საქმე მორიგებით დასრულდარუსთავი 2

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობით, მოვალე ე.მ.-ის მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესი მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა.

შეთანხმების საფუძველზე, მოვალე და მისი ოჯახის წევრები ნებაყოფლობით დატოვებენ კრედიტორის კუთვნილ უძრავ ქონებას. ამასთან, კრედიტორმა მოვალე მხარეს მისცა 3-თვიანი ვადა, რათა მოახდინოს უძრავი ქონების გამოსყიდვა. თავის მხრივ, მოვალემ განაცხადა, რომ მიმართავს ქალაქ რუსთავის მერიას და წარადგენს საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა მიიღოს მისთვის გამოყოფილი ბინის ქირის თანხა.

აღსანიშნავია, რომ საქმე ბიუროში 2019 წლიდან მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში, ოჯახის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით და კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, გამოსახლების პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო და კრედიტორის თანხმობით შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ქალაქ რუსთავის მერიის მხრიდან გამოყენებული იყო ყველა სამართლებრივი და სოციალური მექანიზმი, რათა ოჯახი საცხოვრებლის გარეშე არ დარჩენილიყო და საქმე შეთანხმებით, მხარეთა უფლებებისა და სოციალური ინტერესების ბალანსის დაცვით გადაწყვეტილიყო.

თემის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის გაშუქებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ თემას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან ვითარების ხელოვნურად გამწვავების მიზნით.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთავში აღსრულების პოლიცია სამი შვილის დედას ბინიდან ასახლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები