პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარტა კოსი - ევროკავშირი და სომხეთი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს

ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი და სომხეთი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, ხოლო წელს სომხეთის ექსპორტი ევროკავშირში ნახევარზე მეტით გაიზარდა.

მარტა კოსი - ევროკავშირი და სომხეთი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს
ინტერპრესნიუსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო მჭიდრო ხდება.

“ევროკავშირი და სომხეთი ერთმანეთს სულ უფრო უახლოვდებიან. შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, რათა განგვეხილა, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სომხეთს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში ზამთრის მოახლოებასთან ერთად”, - წერს კოსი.

მისი თქმით, სომეხი ფერმერებისა და ბიზნესის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა უკვე შედეგს იძლევა და მიმდინარე წელს სომხეთის ექსპორტი ევროკავშირში ნახევარზე მეტით გაიზარდა.

“ჩვენ ასევე ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც სომხეთს მეზობელ ქვეყნებთან უკეთ დააკავშირებს; ეს ქმნის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას”, - წერს კოსი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მატვიენკო: სომხეთი ბევრს დაკარგავს, თუ ОДКБ-ს დატოვებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები