ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკის „Natixis“-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Natixis-ის წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები და საინვესტიციო გარემო გააცნო.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შეხვედრა გამართა საინვესტიციო ბანკის „Natixis“-ის განვითარებადი ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, ვინსენტ კარისთან და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების გლობალური მიმართულების ხელმძღვანელთან, მიჰაი მოსნიანუსთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობა და საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. მინისტრმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ზოგადი მაკროეკონომიკური, ფისკალური პარამეტრები, ასევე, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო განვითარების საკითხები.
საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველომ ბოლო წლებში ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.
შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.
„Natixis” წამყვანი ფრანგული ფინანსური ინსტიტუტია და ოპერირებს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საინვესტიციო საბანკო და კაპიტალის ბაზრების მომსახურების მიმართულებით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…