ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ხუციშვილი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შეხვედრის ფარგლებში ნეპალის ფინანსთა მინისტრს სვარნიმ ვაგლეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით არსებული რეფორმები.

ლაშა ხუციშვილი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრს, სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნეპალის მხარე დაინტერესდა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და საბიუჯეტო პროცესის სრულყოფის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებით.

„საუბარი ასევე შეეხო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების და ინვესტორთა მოზიდვის მიმართულებით საქართველოში არსებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით, საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საუბარი ასევე შეეხო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების და ინვესტორთა მოზიდვის მიმართულებით საქართველოში არსებულ პრაქტიკას, განსაკუთრებით, საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების კუთხით. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები