ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 სექტემბერი

სტატიაში წარმოდგენილია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ახალი მონაცემები ომის დაწყებიდან რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგების შესახებ, ასევე მოცემულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები უკრაინის სამხედრო ტექნიკის განადგურების თაობაზე. აღნიშნულია, რომ ომის პირობებში ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 სექტემბერი
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 სექტემბერიბათუმელები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 29 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 532 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]

ტანკი – 12 388 ერთეული [+3]

ჯავშანტექნიკა – 25 463 ერთეული [+13]

საარტილერიო სისტემა – 50 498 ერთეული [+21]

MLRS – 2 169 ერთეული [+4]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 681 ერთეული [+2]

თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 538 702 ერთეული [+1 474]

სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 780 ერთეული [+6]

გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]

წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 155 031 ერთეული [+296]

სპეცტექნიკა – 4 765 ერთეული [+2]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 118 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

670 თვითმფრინავი

283 ვერტმფრენი

117 299 უპილოტო საფრენი აპარატი

651 საზენიტო სარაკეტო სისტემა

27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვინ გახდა მოსკოვის სამიზნე უკრაინის რკინიგზაზე განხორციელებული თავდასხმისას

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.