პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას 155 მილიონი დოლარის ოდენობით გადასცემს

კანადა უკრაინას დამატებით 155 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს, რაც საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სენსორულ სისტემებსა და აღჭურვილობას მოიცავს.

კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას 155 მილიონი დოლარის ოდენობით გადასცემს
ფორმულა

კანადა უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ, ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) 37-ე შეხვედრაზე განაცხადა.

კანადის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

45 მილიონი დოლარი ჩეხეთის საბრძოლო მასალების ინიციატივისთვის, რაც კანადის საერთო კონტრიბუციას 500 მილიონ დოლარზე მეტამდე გაზრდის;

კანადის შეიარაღებული ძალების მარაგებიდან 1.6 მილიონამდე 20-მილიმეტრიანი საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას, მათ შორის, „შაჰედის“ ტიპის დრონებთან ბრძოლაში დაეხმარება;

80 მილიონი დოლარი კანადური კომპანია WESCAM-ის წარმოების MX-15D სენსორული სისტემებისთვის, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს;

30 მილიონი დოლარის ღირებულების ზამთრის ტანსაცმელი და აღჭურვილობა;

დაახლოებით 250 000 ინდივიდუალური საკვების პაკეტი უკრაინელი სამხედროებისთვის.

უწყების განმარტებით, დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო ოპერაციების მხარდაჭერასა და რთულ საველე პირობებში მყოფი სამხედროების მომარაგებას ისახავს მიზნად.

„კანადის მხარდაჭერა კვლავ უნდა პასუხობდეს უკრაინული ძალების საჭიროებებს. საჰაერო თავდაცვის გაძლიერებიდან დაწყებული, კრიტიკული საბრძოლო მასალებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფით დასრულებული, ეს კონტრიბუცია უკრაინას საკუთარი მოსახლეობის დაცვასა და თავდაცვის გაგრძელებაში დაეხმარება“, — განაცხადა დევიდ მაკგინტიმ.

კანადის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანას უკრაინისთვის 8.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება აქვს გამოყოფილი. უკრაინისთვის გაწეული საერთო დახმარება კი თითქმის 25.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ში ტრამპის მკვლელობის მომზადებისთვის ირანის აგენტს 27 წელზე მეტი ვადით პატიმრობა მიუსაჯესწაიკითხე

უახლესი ამბები