პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინმა შეზღუდა წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც ნავთობის წარმოებას და საწვავის გაყიდვას ეხება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოწერა ბრძანებას, რომლითაც შეიზღუდა წვდომა ნავთობის წარმოებასა და საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. შეზღუდვა ვრცელდება მედიასა და ინტერნეტზე, ხოლო მიზეზად უცხოური სახელმწიფოების არამეგობრული ქმედებები დასახელდა.

პუტინმა შეზღუდა წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც ნავთობის წარმოებას და საწვავის გაყიდვას ეხება
რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 28 სექტემბერს ხელმოწერილი ბრძანებით, დაუშვებელია მსგავსი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება მედიასაშუალებებით და ინტერნეტით. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ანგარიშებს, რომლებსაც საჯაროდ გამოაქვეყნებენ თავად კომპანიები.

შეზღუდვის მიზეზად დასახელებულია „გადაუდებელი ზომების მიღების საჭიროება ამერიკის შეერთებული შტატებისა და მას მიმხრობილი უცხოური სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრული და საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებების პასუხად“.

რომელმა მოქმედებებმა გამოიწვია რუსეთის მსგავსი რეაქცია, დაკონკრეტებული არ არის.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ბაზარი სრულადაა უზრუნველყოფილი დიზელით და საავიაციო საწვავით, თუმცა არის საავტომობილო ბენზინის გარკვეული დეფიციტი.

სექტემბრის შუა რიცხვებში სააგენტო Reuters-მა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით დაწერა, რომ 2026 წლის პირველ რვა თვეში რუსეთის ნავთობგადამამუავებელ ქარხნებზე შედეგიანი შეტევები იყო საშუალოდ სამ დღეში ერთხელ.

ივნისში ნავთობის გადამუშავება დაახლოებით 30%-ით შემცირდა წინა 2025 წლის ივნისთან შედარებით და 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. ბენზინის წარმოება დაახლოებით მეხუთედით შემცირდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ტაბულაოპოზიციურიუკრაინის იერიშების შემდეგ პუტინმა რუსეთის ნავთობგადამუშავების მონაცემებზე წვდომა შეზღუდა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დასავლური სანქციების ფონზე პუტინმა რუსული ენერგეტიკული მონაცემების გასაჯაროება შეზღუდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები