პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"პირველებმა" იმ ორსული ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც პატიმარ მეუღლესთან ციხეში ნარკოტიკი შეჰქონდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

"პირველების" ცნობით, რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ მეუღლესთან ნარკოტიკების შეტანას ორსული მაია ავედისიანი ცდილობდა, რაზეც ბრალი 4 პირს წარედგინა.

"პირველებმა" იმ ორსული ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც პატიმარ მეუღლესთან ციხეში ნარკოტიკი შეჰქონდა
TV პირველი

"პირველებმა" იმ ქალის ვინაობა გაარკვია, ვისაც რუსთავის ციხეში პატიმარ მეუღლესთან ნარკოტიკი შეჰქონდა - ეს მაია ავედისიანია. ჩვენი ინფორმაციით, ხანგრძლივ პაემანზე მისული ორსული ქალი "ალფა პვპ-ს" და მეტადონს სხეულში მალავდა.

ის ბრალდებული არ არის. პატიმრის ცოლმა სავარაუდოდ, ითანამშრომლა და გამოძიება ნარკოდანაშაულის სხვა ფიგურანტებზე გაიყვანა.

საქმეზე სულ 4 პირია ბრალდებული, ერთ-ერთი ორსული ქალის მსჯავრდებული ქმარია, ხოლო დანარჩენები არიან პირები, რომლებმაც ორსულ ქალს ნარკოტიკი მისცეს.

მათ ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მუხლებით წარედგინათ.

ცოტა ხნის წინ ამ საქმეზე დაკავებულები საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლომ დრეს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპენქციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის სექტემბერში, მსჯავრდებული დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა.

დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა. მათ ნარკოტიკული საშუალებები “მეთადონი” და “ალფა-პვპ” გადასცეს, რომლის შეტანასაც ცდილობდა მსჯავრდებულ მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შესვლისას, რაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 ციხეში პატიმართან ნარკოტიკი შეჰქონდათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები