დავით ნიკურაძე: მოქალაქეებს სინამდვილეში რა განწყობა აქვთ, კი ატარებთ შიდაპარტიულ კვლევებს და დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცით
დავით ნიკურაძე: უკვე როგორი მოსაწყენი გახდა ამათი ფხაკური ქართველი ხალხისთვისაც და ევროპისთვისაც. გავიგეთ, რომ დავალებული გაქვთ ყველა გზით ჩამოაშოროთ ევროკავშირს საქართველო. გილოცავთ, ნაწილობრივ და დროებით გამოგივიდათ, თუმცა რამდენჯერაც ხმა ამოიღეთ, იმდენჯერ გითხრეს ევროპიდან, რომ თქვენ უკვე აღარაფრად გთვლიან, თქვენ გვერდით ფოტოზე გამოჩენაც ერცხვინებათ...

ჟურნალისტი დავით ნიკურაძე:
უკვე როგორი მოსაწყენი გახდა ამათი ფხაკური ქართველი ხალხისთვისაც და ევროპისთვისაც. გავიგეთ, რომ დავალებული გაქვთ ყველა გზით ჩამოაშოროთ ევროკავშირს საქართველო. გილოცავთ, ნაწილობრივ და დროებით გამოგივიდათ, თუმცა რამდენჯერაც ხმა ამოიღეთ, იმდენჯერ გითხრეს ევროპიდან, რომ თქვენ უკვე აღარაფრად გთვლიან, თქვენ გვერდით ფოტოზე გამოჩენაც ერცხვინებათ და თქვენი გვერდის ავლით უჭერენ მხარს საქართველოს მოსახლეობას და მის ევროპულ მისწრაფებას. წერტილი.
გააგრძელეთ ახლა ევროპელების ლანძღვა. მეტს ვეღარაფერს მიაღწევთ და ერთი მარტივი მოცემულობაც არ შეიცვლება: საქართველო ევროპული ქვეყანაა და ხვალ იქნება თუ ზეგ, გახდება ევროკავშირის წევრი. თუმცა გახდება თქვენ გარეშე. ზუსტად ისევე ვერ მოხდება თქვენს ხელში ევროინტეგრაციის პროცესის დაძვრა, როგორც გედეერის სოციალისტური პარტიის გენერალური მდივნის - ერიხ ჰონეკერის ხელში ვერ გაერთიანდებოდა გერმანია და გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველი მდივანი ვერ შეიყვანდა პოლონეთს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში. თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ევროპამ ოდესმე უარი თქვა აღმოსავლეთ გერმანიასა და პოლონეთზე. თქვენზე ნაკლები და ხანგრძლივი რეჟიმები უნახავს ევროპას?
ასე, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს.
All in good time, all in good time!
თქვენ კი შეხვალთ ისტორიაში, როგორც რუსული რეჟიმი, რომელმაც ამაოდ, თუმცა ბოლომდე გმირულად იბრძოლა საქართველოში მოსკოვის ინტერესების ჩასაბეტონებლად. შედეგად კი მიიღო პარალელურ სამყაროში არსებული ვირტუალური რეალობა - საპნის ბუშტი, მხარდაჭერილი არა მოქალაქეების, არამედ ასევე ვირტუალური ორლარიანი "ექაუნთების" მიერ. თორემ მოქალაქეებს სინამდვილეში რა განწყობა აქვთ, კი ატარებთ შიდაპარტიულ კვლევებს და დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცით.
ჭირი იქა
ლხინი აქა.


მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…