პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ლელოს“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის, გივი ჯულაყიძის ინფორმაციით სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დახურეს რემონტის გამო, „რომლის ვადებში გაკეთებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო“

გივი ჯულაყიძის ინფორმაციით, სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლა რემონტის ვადებში დასრულების შეუძლებლობის გამო დაიხურა. მისივე თქმით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები სხვა სკოლებში გადაანაწილეს, ხოლო დანარჩენი კლასები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რამაც მშობლების პროტესტი გამოიწვია.

„ლელოს“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის, გივი ჯულაყიძის ინფორმაციით სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დახურეს რემონტის გამო, „რომლის ვადებში გაკეთებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო“
ინტერპრესნიუსი

„ძლიერი საქართველო - ლელოს” სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის, გივი ჯულაყიძის ინფორმაციით სამტრედიის #11 საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დახურეს, რისი მიზეზიც რემონტი გახდა, „რომლის ვადებში გაკეთებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო“.

მისი თქმით, „სამტრედიის მუნიციპალიტეტში ასეთი მძიმე მდგომარეობა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, არასოდეს ყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის განათლება არ არის პრიორიტეტი“.

„სამტრედიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ტრადიციულ მე-11 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს ზარი არ დაირეკა. დაწყებითი კლასების მოსწავლეები სხვა სკოლებში, მეორე ცვლაში გადაანაწილეს, ხოლო დანარჩენი კლასები ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანეს. ამ ფაქტმა მშობლების პროტესტი გამოიწვია, მათი შვილებისთვის მეორე ცვლაში სიარული ბევრ დისკომფორტს ქმნის, ხოლო ონლაინ სწავლება ეფექტური და ხარისხზე ორიენტირებული ვერ იქნება. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ისეთია, რომ სამტრედიელების ვარაუდით, სკოლა საკმაოდ დიდ ხანს იქნება დაკეტილი. გარდა მე-11 სკოლისა, სამტრედიაში სხვა სკოლებიც მოსწავლეებს ვერ მიიღებენ წელს. მე-4 საჯარო სკოლის რემონტი წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერც ეს დანაპირები შესრულდა. 2019 წლიდან არის დანგრეული და მიტოვებული ტოლების საჯარო სკოლა, ასევე, 3 წლის წინ დაანგრიეს და ნაბაკევის საშუალო სკოლა, რომლის მშენებლობა არც კი დაუწყიათ, ” - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამტრედიაში N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები