ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე: 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა

ქართული ოცნება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ მეგის ქარდავას საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ მტკიცებულებების სტანდარტი მაღალ დონეზეა. მან აღნიშნა, რომ დაცვის მხარის უფლებაა გაასაჩივროს განაჩენი, თუმცა მეგის ქარდავას წარსულის ფონზე ბრალთან დაუკავშირებლობა ღიმილის მომგვრელია. ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე: 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა
ირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე: 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაარუსთავი 2

2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მეგის ქარდავა რას აღიარებს და რას არა [მნიშვნელოვანი არ არის]. მისი დაცვის მხარისგანაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს [უდანაშაულობის შესახებ] ოფიციალური განცხადებები ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანის მიმართ. ბრალს რომ არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლოა ადვილი მოსასმენი არ იყოს. ღიმილის მომგვრელია, მეგის ქარდავაზე გვაქვს ლაპარაკი. 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს", - განაცხადა კირცხალიამ.

ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას თავისუფლების 9 წლით აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გამოაცხადა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.