ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლევან მაჭავარიანი: ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი, კასრების თემა, ბიზნესის რეკეტი - მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს

თბილისის საქალაქო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ე.წ. კასრების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. უმრავლესობის ლიდერმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ქარდავა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ დავალებებს ასრულებდა.

ლევან მაჭავარიანი: ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი, კასრების თემა, ბიზნესის რეკეტი - მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს
ლევან მაჭავარიანი: ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი, კასრების თემა, ბიზნესის რეკეტი - მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებსრუსთავი 2

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ამ საქმეზე სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

მეგის ქარდავა სხვადასხვა ბრალდებით 11 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა. ის 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და 2021 წელს საქართველოს გადმოსცეს. ქარდავა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ე.წ. ციხის ბუნტის, ნავთლუღის სპეცოპერაციის, პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის წამების, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება - გაფლანგვის ფაქტებზე.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ლევან მაჭავარიანმა განმარტა, მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ დავალებებს.

"ის რეჟიმი, რომელიც ნამდვილად სისხლიანი, ტოტალიტარული რეჟიმი იყო, მის ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, გაუპატიურება, რასაც ანალოგიური კვალიფიკაცია მიანიჭა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ეს წამება იყო სისტემურიც და სისტემატურიც. ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი და ეს კასრების თემა, რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს ბიზნესის რეკეტი და მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს, რომლებიც აი ამდენ დანაშაულთან იყო კავშირში. სადისტი ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს იმ დანაშაულების გამო, რა დანაშაულებიც მას აქვს ჩადენილი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის რეჟიმი, რომელიც ნამდვილად სისხლიანი, ტოტალიტარული რეჟიმი იყო, მის ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, გაუპატიურება, რასაც ანალოგიური კვალიფიკაცია მიანიჭა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ეს წამება იყო სისტემურიც და სისტემატურიც. ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი და ეს კასრების თემა, რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს ბიზნესის რეკეტი და მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს, რომლებიც აი ამდენ დანაშაულთან იყო კავშირში. სადისტი ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს იმ დანაშაულების გამო, რა დანაშაულებიც მას აქვს ჩადენილი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.