ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

იოსელიანი თურქმენეთში ადგილობრივ სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის ადამიანის უფლებათა კომისარს აზდურსუნ გურბანნაზაროვას შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მომავალ წელს მემორანდუმის გაფორმება დათქვეს, თუმცა ვიზიტის დეტალები უცნობია.

იოსელიანი თურქმენეთში ადგილობრივ სახალხო დამცველს შეხვდა
იოსელიანი თურქმენეთში ადგილობრივ სახალხო დამცველს შეხვდანეტგაზეთი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა.

სამუშაო ვიზიტი, როგორც ომბუდსმენის აპარატი განმარტავს, აშხაბადში თურქმენეთის სახალხო დამცველის (როგორც თავად თურქმენეთში უწოდებენ, ადამიანის უფლებათა კომისრის) აზდურსუნ გურბანნაზაროვას მიწვევით შედგა.

თურქმენეთი ის ქვეყანაა, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარეობა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ძალიან მძიმედ ფასდება. ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული და ავტორიტარული მთავრობა მართავს. პრაქტიკულად არ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერ შეზღუდულია გამოხატვის, შეკრების, რელიგიის, გადაადგილების თავისუფლება. არის პოლიტიკური დევნის, წამების, არასათანადო მოპყრობის, იძულებითი გაუჩინარებების შემთხვევები (Human Rights Watch-ის შეფასება.)

სახალხო დამცველის ინსტიტუტი ფორმალურად მართალია არსებობს, მაგრამ მისი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ისევ Human Rights Watch-ის შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკური სისტემის აბსოლუტური სახელმწიფო კონტროლი არ ტოვებს გასაქანს ომბუდსმენის ინსტიტუტის შესაბამისი ფუნქციონირებისთვის. თავად თურქმენეთის სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში წერია, რომ მან მიიღო 167 წერილობითი და 83 ზეპირი მიმართვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევებზე, თუმცა მხოლოდ 8 წერილობითი მიმართვა დაკმაყოფილდა.

საქართველოს ომბუდსმენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, თურქმენეთმა საქართველოს პრევენციის მექანიზმი შეუქო. დაითქვა მომავალ წელს თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. თუმცა რაში მდგომარეობდა სამუშაო ვიზიტის შინაარსი, რა გამოცდილებები გაუზიარეს ერთმანეთს საქართველოსა და თურქმენეთის სახალხო დამცველებმა, დეტალები უცნობია.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.