ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რეორგანიზაციის საბაბით ომბუდსმენის აპარატიდან თანამშრომელი გაათავისუფლეს – რას ამბობს იოსელიანი

ქართული ოცნება

სახალხო დამცველის აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა მაკო არაბულმა განაცხადა, რომ ის რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება „ქართული ოცნების“ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაცია ჩატარდა, რამაც რამდენიმე თანამშრომელი შეეხო და გათავისუფლებები პოლიტიკურ ნიშნებთან კავშირში არ არის.

რეორგანიზაციის საბაბით ომბუდსმენის აპარატიდან თანამშრომელი გაათავისუფლეს – რას ამბობს იოსელიანი
რეორგანიზაციის საბაბით ომბუდსმენის აპარატიდან თანამშრომელი გაათავისუფლეს – რას ამბობს იოსელიანინეტგაზეთი

სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი მაკო არაბული წერს, რომ შვიდწლიანი საქმიანობის შემდეგ, რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ჯამში საჯარო სამსახურში 11 წელი მუშაობდა.

მაკო არაბული წერს, რომ ამ წლებმა მისცა დიდი გამოცდილება და შესაძლებლობა, ემუშავა ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიც არის მაგალითად – ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები, უსახლკარო პირები, პატიმრები, სოციალურად დაუცველები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, დევნილები, ორსული ქალების უფლებრივი მდგომარეობა, სასამართლო სისტემის პრობლემები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა და სხვა.

„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურმა ამ 11 წლის განმავლობაში გარკვეული ინსტიტუციური განვითარების ეტაპები გაიარა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა მიდგომა, რომ საჯარო მოხელე ხალხისა და კონსტიტუციის წინაშეა ანგარიშვალდებული, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს მცირე მონაპოვარიც ჩამოინგრა. ისევ დავბრუნდით საბჭოთა მენტალიტეტში, რომ საჯარო მოხელე არა ხალხის, არამედ მმართველი პარტიის ან ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აპარატშიც, ნორმად იქცა ეს მიდგომა.

კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც რეორგანიზაციის საბაბით მოხელეების უკონტროლოდ გათავისუფლება გახადა შესაძლებელი და რომლის არაკონსტიტუციურობაზეც მთელი აპარატი ერთსულოვნად თანხმდებოდა, დღეს სწორედ სახალხო დამცველი აღასრულებს ასე სანიმუშოდ“, – დაწერა მაკო არაბულმა სოციალურ ქსელში.

დღეს აღნიშნულზე ჰკითხეს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, მან განაცხადა, რომ ჩატარდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელიც არა მარტო მაკო არაბულს, სხვა თანამშრომლებსაც შეეხოთ:

„ჩატარდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ის სტრუქტურული ერთეული სადაც რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, გაუქმდა. მარტო მას არ შეხებია, სხვებსაც შეეხო, რა ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია… მან უნდა თქვას რაში გამოიხატება ეს მითითებებზე დაქვემდებარება ხომ?! ჩემი ანგარიში მე მგონი საპირისპიროს მეტყველებს“, – ამბობს ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან.

_______________________________________________

საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.

კანონში შესული ცვლილებებით საჯარო სექტორში რეორგანიზაციის საკითხები გამარტივდა. მიღებული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა, რომ რეორგანიზაციით დასაქმებულები სამსახურიდან ავტომატურად გათავისუფლდნენ.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამსახურმა ამ 11 წლის განმავლობაში გარკვეული ინსტიტუციური განვითარების ეტაპები გაიარა და ნელ-ნელა ყალიბდებოდა მიდგომა, რომ საჯარო მოხელე ხალხისა და კონსტიტუციის წინაშეა ანგარიშვალდებული, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს მცირე მონაპოვარიც ჩამოინგრა. ისევ დავბრუნდით საბჭოთა მენტალიტეტში, რომ საჯარო მოხელე არა ხალხის, არამედ მმართველი პარტიის ან ხელმძღვანელის წინაშეა ანგარიშვალდებული. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აპარატშიც, ნორმად იქცა ეს მიდგომა. კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც რეორგანიზაციის საბაბით მოხელეების უკონტროლოდ გათავისუფლება გახადა შესაძლებელი და რომლის არაკონსტიტუციურობაზეც მთელი აპარატი ერთსულოვნად თანხმდებოდა, დღეს სწორედ სახალხო დამცველი აღასრულებს ასე სანიმუშოდ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩატარდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ის სტრუქტურული ერთეული სადაც რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, გაუქმდა. მარტო მას არ შეხებია, სხვებსაც შეეხო, რა ვიცი, ჩვეულებრივი ამბავია… მან უნდა თქვას რაში გამოიხატება ეს მითითებებზე დაქვემდებარება ხომ?! ჩემი ანგარიში მე მგონი საპირისპიროს მეტყველებს“
ლევან იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.